თ ა რ გ მ ა ნ ი: სიტყჳსა ამის მიერ გამოაჩინებს რისხვასა თჳსსა ესევითარისა მოქმედთა ზედა, რამეთუ სადაცა ენებოს გამოჩინებად, ვი-თარმედ ცოდვაჲ იგი დიდ არს და სასჯელისა ღირს და რისხვისა ფრიადისა, რისხვისაცა და შეურაცხებისა სიტყუასა იწყებს, ვითარცა-იგი ყო მონასა მას ზედა, რომელი ასისა მის დრაჰკნისათჳს აშთობდა მოყუასსა თჳსსა, რამეთუ ჰრქუა მას უფალმანო: „მონაო ბოროტო, ყოველი იგი თანანადები შენი მიგიტევე შენ“; ეგრეთვესახედ აქა იტყჳს: „ორგულო, აღმოიღე პირველად დირე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო წუელი აღმოღებად თუალისაგან ძმისა შენისა“; რამეთუ არა სიყუარულისაჲ არს საქმე შენი, არამედ სიძულილისაჲ, და სახე კაცთმოყუარებისაჲ გმოსიეს, ხოლო საქმესა უკეთურებისასა აღასრულებ, რამეთუ ყუედრებასა და შეურაცხებასა ზომისა უმეტესსა დაჰკრებ მოყუასსა ზედა ცთომა-თათჳს მცირეთა, და მოძღურისა წესი მიგიტაცებიეს, რომელი-იგი არცა თუ მოწაფედ ღირს ხარ. ამისთჳს ორგულად სახელ-გდებ, რამეთუ სხუათა ზედა ესრეთ მწარე მსაჯული ხარ, ვიდრეღა წლჳლთაცა და უნდოთა განიცდი, და შენთა მათ საქმეთა ზედა ესრეთ უდებ ხარ, რომელ დიდთაცა...
მათეს სახარება 7:5
4. ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში.5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.6. ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.
მათეს სახარება თავი 7