თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ უფალმან უბრძანა არა თხრობად, გარნა მათ არა თავს-იდვეს დაფარვაჲ სასწაულისაჲ მის, არამედ იქმნეს ქადაგ და მახარებელ ჭეშმარიტებისა. ხოლო რომელ-იგი სხუასა ადგილსა ჰრქუა: „წარვედ და მიუთხრობდი დიდებასა ღმრთისასა“, არა წინააღმდგომი არს ამის სიტყჳსაჲ, არამედ ფრიადცა ეწამების, რამეთუ გუასწავებს ჩუენ, რაჲ-თა თავთა თჳსთათჳს არარას საქებელსა ვქადაგებდეთ, არამედ დაღაცათუ ვის ენებოს ქებაჲ ჩუენი, ვაყენებდეთ; ხოლო უკუეთუ საქმე რაჲმე იყოს სადიდებელი ღმრთისაჲ, არა თუმცა ვაყენებდით, არამედ უფროჲსად თანავეწამებოდითცა ქადაგებად დიდებასა ღმრთისასა.
მათეს სახარება 9:31
30. და აეხილათ თვალები, ხოლო იესომ მკაცრად გააფრთხილა და უთხრა მათ: იცოდეთ, არავინ გაიგოს.31. ისინი კი გამოვიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი.32. ხოლო მათი გამოსვლისთანავე მიჰგვარეს მას ერთი კაცი, მუნჯი და ეშმაკეული.
მათეს სახარება თავი 9