თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იყო, რომელი მოსწყლვიდა გულსა უღმრთოთა მათ ფარისეველთასა, რომელ ერი იგი ადიდებდა უფალსა და უაღრესობასა მისსა ქადაგებდეს არა მაშინ მყოფთა შორის ხოლო, არამედ ოდესვე ყოფილთაცა კაცთასა, ვითარმედ: „არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა“. რამეთუ ჭეშმარიტად საკჳრველი იყო დიდებული არა ესე ხოლო, რომელ კურნებათა იქმოდა, არამედ რომელ ესრეთ ადვილად და მსწრაფლ განჰკურნებდა სენთა ურიცხუთა და უკურნებელთა, ვითარცა-ესე აწ აღმოკითხული, რომელი-იგი არა ბუნებითისა სენისაგან უტყუ და ყრუ იყო, არამედ ეშმაკისაგან. ამისთჳსცა ვერ თავით თჳსით მოვიდა, ვერცა თავით თჳსით ევედრებოდა (რამეთუ ეშმაკსა შეეკრა ენაჲ მისი), არამედ სხუათა მოჰგუარეს იგი. ამისთჳს არცა სარწმუნოებაჲ ძებნა მისგან, არამედ მეყსეულად ეშმაკი იგი განიოტა, და უტყჳ იგი ზრახვიდა ფლობილად და ესმოდა დაუყენებელად. ამას ზედა ერნი განკჳრდებოდეს, ხოლო უღმრთონი იგი ფარისეველნი და ყოვლითურთ ეშმაკისადა განჩემებულნი, ისმინეთ, რასა იტყჳან:
მათეს სახარება 9:32
31. ისინი კი გამოვიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი.32. ხოლო მათი გამოსვლისთანავე მიჰგვარეს მას ერთი კაცი, მუნჯი და ეშმაკეული.33. და როცა ეშმაკი განდევნილ იქნა, მუნჯმა ენა ამოიდგა; უკვირდა ხალხს და ამბობდა: არ მოსწრებია ისრაელს ამგვარი რამე.
მათეს სახარება თავი 9