მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 25:4

3. ორმოცი დარტყმა აკმარონ, მეტს ნუ დაარტყამენ, თორემ თუ გადაამეტეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენს თვალში შენი მოძმე.4. ნუ აუკრავ პირს ხარს ლეწვის დროს.5. თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეეუღლოს მას.
მეორე რჯული თავი 25
4. ნუ აუკრავ პირს ხარს ლეწვის დროს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ხუცესთა პატივი, სწავლება და მხილება:

...), ესე იგი, სიღარიბეში მყოფთა შესახებ, რადგან რამდენადაც ვინმე სიღარიბეშია, იმდენად უფრო არის ქვრივი. პავლე სჯულის სიტყვასაც დებს და ქრისტეს სიტყვასაც, ორივეს თანხმობაში მყოფს.

სჯული ამბობს: „ჴარსა მეკალოესა პირსა ნუ დაუკრავ“ (). ხედავ, როგორ სურს, რომ მოძღვარი იშრომოს? რადგან არ არსებობს, არ არსებობს სხვა ისეთი შრომა, როგორიც მისი შრომაა. მაგრამ ის სიტყვა სჯულისაა; ხოლო ქრისტეს სიტყვას როგორღა დებს? რადგან ამბობს: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“ (). ამიტომ მხოლოდ საზღაურს კი ნუ მივაპყრობთ ყურადღებას, არამედ იმასაც, როგორ ბრძანა; რადგან ამბობს: „რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“ (). ამიტომ, თუ ვინმე ნებივრობს და მოდუნებულია, ღირსი არ არის; თუ იგი მეკალოე ხარი არ არის, რომელიც პაპანაქებასა და ეკლებშიც უძლებს უღელს და ზიდავს...

სრულად ნახვა