მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 25:5

4. ნუ აუკრავ პირს ხარს ლეწვის დროს.5. თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეეუღლოს მას.6. პირმშო, რომელსაც დაბადებს ქალი, მკვდარი ძმის სახელზე, აღდგება, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელში.
მეორე რჯული თავი 25
5. თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეეუღლოს მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იუდასა და თამარის თხრობა (38:6-24):

...ა წერილში. მაგრამ ჰერი „უკეთურ" აღმოჩნდა „წინაშე უფლისა" — და ღმერთმა მოკლა იგი. და ავნანს, რომელმაც ძმის ცოლი შეირთო, ღმერთმა ძმისთვის თესლის აღდგინება ამცნო. სწორედ ასე ბრძანებდა რჯული, რომ ძმის სიკვდილის შემდეგ, რომელსაც შვილები არ დარჩენოდა, მეორე ძმამ მისი ცოლი შეერთო და ძმისთვის თესლი აღედგინა (). მაგრამ ავნანიც ბოროტი აღმოჩნდა; ღმერთმა სიკვდილით დასაჯა ისიც. იუდამ, როცა ორი ვაჟის მოულოდნელი სიკვდილი იხილა, შეშინდა და თამარის დასამშვიდებლად მესამე ვაჟის მიცემა აღუთქვა, მაგრამ შიშობდა, ისიც ძმებივით არ დასჯილიყო, და აღთქმას არ ასრულებდა. ხოლო თამარი, აღთქმით ნუგეშცემული, „სახლსა შინა მამისა თჳსისასა" რჩებოდა და მამამთილის აღთქმის შესრულებას ელოდებოდა. თუმცა ხედავდა, რომ იუდას აღთქმის შესრულება არ სურდა, მაინც მოთმინებით ითმენდა, რადგან არ ნებავდა სხვასთან ქორწინება, არამედ ქვრივობას იტანდა ხელსაყრელი დროის მოლოდინში, რადგან იმედი ჰქონდა, თავად მამამთილისგან შეეძინა შვილები. და, როცა შეიტყო, რომ მისი დედამთილი გარდაიცვალა, იუდა კი თამნაში ცხვრების საპარსავად წავიდა, თამარმა მოტყუებით მამამთილის სარეცელი განიზრახა, რათა მისგან ეშვა შვილები, — არა ხორციელი გულისთქმის გამო, — არა, — არამედ იმისთვის, რომ უშვილო არ დარჩენ...

სრულად ნახვა