მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 30:19

18. დღესვე გიცხადებთ, რომ დაიღუპებით, დიდი დღე არ გექნებათ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.19. ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ,20. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს.
მეორე რჯული თავი 30
19. ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 16
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოძღვრის მიუკერძოებლობა და ხელდასხმის სიფრთხილე:

...ფრო ტიმოთეს შესახებ არც მოერიდებოდა და არც შერცხვებოდა. მაგრამ მამასა და ძეს სამართლიანად იღებს მოწმებად; ხოლო რჩეულ ანგელოზებს რის გამო? დიდი შემწყნარებლობის გამო; რადგან მოსეც ასე ამბობს: „მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა“ (), მეუფის დიდი შემწყნარებლობის გამო; და კვლავ: „ისმინეთ ბორცუთა მსჯავრი უფლისაჲ და ღელეთა საფუძველთა ქუეყანისათა“ (). მამასა და ძეს კი ნათქვამის მოწმეებად უხმობს, რათა მომავალ დღეს, თუ რამე ჯეროვანის საწინააღმდეგოდ მოხდება, მათ წინაშე თავის გამართლება შეეძლოს, როგორც მას, ვინც თავისი მხრივ მთელი პასუხისმგებლობა თავიდან მოიხსნა. ამბობს: „რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით“ (). ესე იგი, შენ წინაშე განსასჯელთა მიმართ ყველასთვის ერთნაირად მიუკერძოებელი და თანასწორი უნდა იყო, რათა არავინ დაგასწროს და წინასწარ თავისკენ არ მიგიზიდოს.

ვინ არიან რჩეული ანგელოზები?...

სრულად ნახვა