1.ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი - როგორც ძმებს,2.დედაბრებს - როგორც დედებს, ქალწულებს - როგორც დებს, მთელი სიწმიდით.3.პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც მართლა ქვრივები არიან.4.ხოლო თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე, მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგანაც ეს ეამება ღმერთს.5.ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთს ესავს და ლოცვა-ვედრებაში ატარებს დღესა და ღამეს.6.განცხრომის მოყვარე კი - ცოცხლადვე მკვდარია.7.ეს ამცნე მათ, რათა უბიწონი იყვნენ.8.ხოლო ვისთვისაც უცხოა თავისიანთა და, მით უმეტეს, სახლეულთათვის ზრუნვა, რწმენის უარმყოფელია და ურწმუნოზედაც უარესი.9.ქვრივად შეიძლება შეირაცხოს არანაკლებ სამოცი წლისა, ერთნაქმარევი10.და თავისი კეთილი საქმით ცნობილი: რომ დაზარდა შვილები, რომ მასპინძლობდა სტუმრებს, ფეხებს ჰბანდა წმიდათ, შეეწეოდა გაჭირვებულთ, და გულმოდგინედ ასრულებდა ყველა კეთილ საქმეს.11.ახალგაზრდა ქვრივებს კი ნუ მიიღებ, რადგანაც ქრისტეს ზურგს აქცევენ და კვლავ გათხოვება სურთ,12.რისთვისაც სასჯელის ღირსნი არიან, ვინაიდან უარყვეს უწინდელი რწმენა.13.ეგეც არ იყოს, უქმად ყოფნასა და კარდაკარ წანწალს ეჩვევიან, და არა მარტო უქნარანი არიან, არამედ ყბედნიც, ცნობისმოყვარენიც და უტიფრად მოჭარტალენიც.14.ამიტომ მინდა, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, შვილები გააჩინონ, დიასახლისობას მიჰყონ ხელი და გმობის საბაბი არ მისცენ მტერს.15.რადგანაც ზოგმა უკვე გზას გადაუხვია და სატანის კვალს შეუდგა.16.თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ქვრივი ნათესავები ჰყავს, დაეხმაროს მათ, რომ ეკლესიას არ დააწვნენ ტვირთად და, ამრიგად, მან შესძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა.17.ხუცესნი, რომელნიც კეთილად წინამძღვრობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, მეტადრე ისინი, სიტყვით და სწავლით რომ მუშაკობენ.18.რადგანაც წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს“, და კიდევ: „ღირსია მუშაკი თავისი საზღაურისა“.19.ხუცესთათვის წაყენებულ ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ დაისწარი ორი ან სამი მოწმე.20.შემცოდენი ყველას წინაშე ამხილე დანარჩენთა დასაშინებლად.21.ღმერთის, უფალ იესო ქრისტესა და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, ურღვევლად დაიცავი ჩემი რჩევა და ნურაფერს აღასრულებ მიკერძოებით.22.ნაჩქარევი ხელდასხმისგან თავი შეიკავე, ნუ გახდები სხვათა ცოდვების მოზიარე და წმიდად შეინახე თავი.23.ამიერიდან მარტო წყალს ნუკი სვამ, არამედ ცოტ-ცოტა ღვინოც იგემე; ეს მოუხდება შენს სტომაქსა და ესოდენ ხშირ სნეულებას.24.ზოგიერთი კაცის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და წინ მიუძღვიან სამსჯავროსაკენ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ.25.ასევე წინასწარვე ცხადნი არიან კეთილი საქმენიც, თუ არა და, ბოლოს მაინც არ დაიფარვიან.
„ამცნებდ ამას და ასწავებდ. ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა. ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა; ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა." ().
„ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს." ().
1.
ბევრს ჰგონია, რომ ცხონებისთვის საკუთარი სათნოება ჰყოფნით; და თუ თავიანთ ცხოვრებას კარგად მოაწყობენ, ფიქრობენ, რომ ცხონებისთვის აღარაფერი აკლიათ.მაგრამ სწორად არ ფიქრობენ.ამას ისიც აჩვენებს, რომელმაც ერთი...
„ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე, რამეთუ რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი, ქორწინების უნებნ. აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს. და ამას თანა უქმობასა ისწავებენ და მიმოსლვასა სახლითი სახლად, არა ხოლო უქმობასა, არამედ სიჩქურესა და გამოწულილვასა და იტყჳედ უჯეროსა. მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ, შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა. რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა.“ (
...ტება იმდენად დიდი იყო, რომ სიჭაბუკე მას ვერაფერში დააბრკოლებდა. ამიტომაც წერს და ამბობს: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ“ ().[და კვლავ ამბობს:] „ჭაბუკთა –ვითარცა დათა“ (). რამეთუ როცა სათნოება არის, ყველაფერი ზედმეტია და ვერაფერი გახდება დაბრკოლება.მართლაც, ეპისკოპოსებზე მსჯელობისას და მათ შესახებ მრავლის თქმის შემდეგ, იგი არსად ამაზუსტებს ასაკს.ხოლო თუ წერილში ამბობს: „შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი“ () და „ერთის ცოლის ქმარ“ (), ამას კი არ ამბობს, თითქოს შვილებისა და ცოლის ყოლაც აუცილებელი იყოს, არამედ ამბობს, რომ, თუ ოდესმე საეროთაგან ვინმეს მოყვანა მოხდებოდა, ისეთნი იყვნენ, რომ იცოდნენ როგორც სახლის, ისე შვილებისა და ყოველივე დანარჩენის წინამძღვრობა.
რადგან თუ საერო ადამიანიც იყოს და არც ამ საქმეებში აღმოჩენილა გამოსადეგი, როგორ მიენდობოდა მას ე...
...ხოლო თუ ზემო სასახლეთა იატაკი ქვემოთათა მიმართ იმდენად დიდებულია, რომ ეს იმასთან შედარებით ტალახად მიიჩნევა, მაშინ ვინც ღირსი გახდება, სასახლეები ზედმიწევნით იხილოს, რომელი ნეტარების ღირსი არ იქნება?
„ხოლო ჭეშმარიტი ქურივი და მარტო-ქმნული ესავს უფალსა" (), — ამბობს.ვის მიმართ არის ეს ნათქვამი?იმათ მიმართ, ვისაც შვილები ჰყავთ, რადგან ისინი უფრო გამოცდილნი არიან და მეტი საბაბი აქვთ, ღმერთს სათნო ეყონ; რადგან მათთვის ყველა ბორკილი მოხსნილია; არავინაა შემაკავებელი, არავინაა, ვინც იმ ჯაჭვების თრევას აიძულებს.ქმარს განეშორე, მაგრამ ღმერთთან შეერთდი; თანამოსაუბრედ თანამონა აღარ გყავს, არამედ მეუფე გყავს.როცა ლოცულობ, განა ღმერთს არ ესაუბრები, მითხარი?როცა კითხულობ, მოისმინე, როგორ გესაუბრება იგი შენ.რას გესაუბრება?ქმრის სიტყვებზე ბევრად უფრო სასურველ სიტყვებს.რადგან ქმარი ლიქნით...
1 ტიმოთეს მიმართ 5:61 ტიმოთეს მიმართ 5:101 ტიმოთეს მიმართ 5:15
4. ქვრივობის კრძალულება და მოწყალების მზადყოფნა:
...ება არ გქონდეს გამოცდილი; მაშ რა არის? როგორც იქ კრძალულება და უფალთან დაუბრკოლებლად ყოფნაა საჭირო, ასევე აქაც მარტოობაში დარჩენა, ვედრებებში დაყოვნება და განცხრომისა და ფუფუნებისგან გათავისუფლებაა საჭირო; რადგან ამბობს: „ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს.“ ().
თუ ქვრივად დარჩენისას იმავე ქედმაღლობას, იმავე ამპარტავნულ იერს და იმავე შემოსვას აპირებ, რაც ქმრის სიცოცხლეში გქონდა, სჯობს იქორწინო; რადგან ბოროტება შეერთება კი არ არის, არამედ ზედმეტ საქმეებში ჩარევა.შენ კი იმას, რაც ბოროტება არ არის, არ აკეთებ; ხოლო იმას, რაც განურჩეველი კი არა, ბრალდების ქვეშ მყოფია, იტვირთავ.ამიტომაც „რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა.“ (); რადგან მათ არ იცოდნენ, როგორ ექვრივათ კეთილად.გსურს გაიგო, რა არის ქვრივი და რა არის ქვრივის ღირსება?მოუსმინე პავლეს, რომელიც ამბობს: **„უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი...