მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 32:35

34. ეს ხომ ჩემთან არის დამარხული, ჩემს საგანძურებშია დაბეჭდილი?35. მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა.36. როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი.
მეორე რჯული თავი 32
35. მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა, რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს და კეთილადმსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურისგებაჲ, და მე მივაგო, წღ- იტყჳს უფალი (12,19).:

...ისხვისა, ვითარმედ: უკუეთუ შენ შურს-იგებდე, დაგიყენებიეს ძლიერი იგი შურისგებაჲ ღმრთისაჲ, ყოვლად უძლურითა მით შურისგებითა შენითა, ხოლო უკუეთუ შენ არარაჲ მიაგო, მაშინ ადგილ-გიცემიეს ყოვლადძლიერისა მის შურისმგებელისადა, რომელი იტყჳს წიგნსა შინა მეორისა შჯულისასა, ვითარმედ: "ჩემი არს შურისგებაჲ, და მე მივაგო" (). ამისთჳსცა, ვინაჲთგან შურისგებაჲ მისი არს, და შენდობაჲ — შენი, შეუნდევ ყოვლითა გულითა, რამეთუ ესე არს ადგილ-ცემაჲ რისხვისაჲ, მისი, რომელმან უწყის ჟამი ჯეროვნისა მიგებისაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ, ჰშიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას, და სწყუროდის თუ, ასუ მას; რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა (12,20).

თარგმანი: სიტყჳსა მიერ იგავთაჲსა არა ხოლო ბოროტისა მიგებად გუაყენებს, არამედ გამოზრდადცა გუაწუევს შიმშილსა და წყურილსა მტერისასა. ხოლო ვინაჲთგან მძიმე იყო მცნებაჲ ესე, ამისთჳს მოჴსენებითა ნაკუერცხალისა შეკრებისაჲთა სწორებით მოშიშ ჰყოფს ბოროტისმოქმედსა მას, არღარა ბოროტისმოქმედებად, ხოლო ქველის-მოქმედსა მას — დაუყენებელად ყოფად მოწყალებისა.

მოციქულისაჲ: ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას (12,21).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემოჲთა მით ნაკუერცხლისა აღგზებითა ჯეროვნად შეაძრწუნა მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნა არა ბოროტის-ყოფისათჳს:

...ერთი იქმნების ბოროტისმყოფელი ბოროტისმყოფელისა მის შენისა; ხოლო რაჟამს შენ თჳთ იწყო ბოროტის-ყოფად მისა, მერმე ღმერთი არღარა მას, არამედ შენ გემტერების, რამეთუ დაჰჴსენ სიტყუაჲ იგი წერილისაჲ, რომელი იტყჳს: „ჩემი არს საშჯელი, მე მივაგო, - იტყჳს უფალი“. ; რამეთუ უკუე-თუ მონანი იყვნენ ჩუენნი და ურთიერთას შეშფოთნენ და არა ჩუენდა მოვიდენ სამართლისა საშჯელისა ყოფად, არამედ თჳთ იგინი განშჯიდენ, არა შევწუხნებითა? ხოლო უკუეთუ ჩუენ ესრეთ ვართ, არა უფროჲსად ღმერთი იყოსა ესრეთ, რომელმან ბრძანა ყოვლისავე საშჯელისა მისა მიგდებაჲ? რამეთუ არა უგუნურება არსა, უკუეთუ ესეოდენსა სიბრძნესა და მორჩილებასა ჩუენ ღმერთსა არა ვაჩუენებდეთ, რაოდენსა ჩუენ მონათა ჩუენთაგან ვეძიებდეთ? ხოლო ამას ვიტყჳ ჩუენთჳს, რომელნიესე მოსწრაფე ვართ ურთიერთას ბოროტის-ყოფად, თუ არა, ჭეშმარიტი ესე არს საქმჱ, რაჲთა არა ოდენ ბოროტსა არა უყოფდეთ, არამედ სრულიად შეუნდობდეთ და უფროჲსღა კეთილსა უყოფდეთ, რაჲთა ჩუენცა მოგუეცეს დიდი იგი ნაცვალი ამის კეთილისაჲ, რომელ არს შენდობისა პოვნაჲ.

რამეთუ, მითხარღა, უკუეთუ შეცოდებულსა მას ჰრისხავ, შენ რად-ღა სცოდავ და მასვე ბოროტსა შთაჰვარდები? რამეთუ უკუეთუ გაგინა, ნუღარა აგინებ მას, თუ არა,...

სრულად ნახვა