...მშვიდობა; აქ კი სიტყვა უმაღლესისკენ აჰყავს, რჯულდადების შესახებ მსჯელობას შლის, რაც კეთილმოქმედების უმთავრესი სახეა: ბოროტებისგან განრიდება, სათნოებისკენ მიძღოლა და გონების განათლება. ამიტომ მოსეც ამას კვლავ და კვლავ იმეორებდა და ამბობდა: „რომელია ამ ხალხის მსგავსი?“ ()5 „დიდი ერი, რომელსაც ღმერთი ახლოს ჰყავს, როგორც უფალი ღმერთი ჩვენი, ყოველივეში, რაშიც მოვუხმობთ მას?“ ()5 და დავითიც კვლავ ამბობს: „ყუნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათჳს დაწუნებულთა“ (). „აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაჱლისათა - ნებანი მისნი“ (). და იერემიაც: „ეს არის ჩვენი ღმერთი; სხვა არ შეირაცხება მის გვერდით“ (...
მეორე რჯული 4:7
6. დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ეს არის თქვენი სიბრძნე და გონიერება იმ ხალხების წინაშე, რომლებიც ყურს მოჰკრავენ ამ წესებს და იტყვიან: აჰა, ბრძენი და გონიერი ხალხია ეს დიდი ერი.7. რადგან რომელი დიდი ერია, რომელთანაც ასე ახლოს იყვნენ ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთია, როცა კი ვუხმობთ მას?8. რომელი დიდთ ერია, რომელსაც ჰქონდეს ასეთი წესები და სწორი სამართალი, როგორც მთელი ეს რჯულია, დღეს რომ გაძლევთ.
მეორე რჯული თავი 4