...რადგან ამბობს: „თუ ააშენებ ბრწყინვალე ქალაქებს და ფულის სიმდიდრით შემოირტყამ თავს, ნუ იტყვი: ჩემი სიმართლის გამო მოხდა ეს, არამედ იმ აღთქმათა გამო, რომლებიც შენს მამებთან დაიდო“ (; ; )2. რადგან არაფერია უგუნურებაზე უარესი; ამიტომ ღმერთი ყოველგვარი სახით და განუწყვეტლივ კვეთს მას. „და ძალი საქმეთა თჳსთა უთხრა ერსა თჳსსა მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთა“ (). სიტყვა საყოველთაოდან ცალკეულზე გადააქვს: მთელ ქვეყნიერებაზე მომხდარიდან იმაზე, რაც იუდეველებს შეემთხვათ. უფრო მეტიც, თუ ვინმე ზუსტად გამოიკვლევს, ესენიც საყოველთაო საქმეთა რიგს იკავებს. რადგან რაც მათ მიმართ ხდებოდა, სხვებისთვის სწავლებად იქცეოდა; ომებიც, გამარჯვების ნიშნებიც და გამარჯვებებიც ქადაგების ნაცვლად საკმა...
მეორე რჯული 9:4
3. ახლა იცოდე: უფალი, შენი ღმერთი, მიგიძღვის წინ, მშთანთქმელი ცეცხლი. ის მოსპობს მათ, ის მოდრეკს მათ შენს წინაშე და შენც აჰყრი მათ და მალე გადააშენებ, როგორც უფალმა გითხრა.4. არ თქვა შენს გულში, როცა დაიწყებს უფალი, შენი ღმერთი, მათ განდევნას: ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლადო. რადგან მათი სიბოროტის გამო აყარა შენგან ეს ხალხები უფალმა.5. შენი სიმართლისა და შენი გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად, არამედ მათი სიბოროტის გამო აყრის შენგან უფალი ამ ხალხებს, რომ შეასრულოს სიტყვა, რომელიც მისცა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს.
მეორე რჯული თავი 9