მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 9:5

4. არ თქვა შენს გულში, როცა დაიწყებს უფალი, შენი ღმერთი, მათ განდევნას: ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლადო. რადგან მათი სიბოროტის გამო აყარა შენგან ეს ხალხები უფალმა.5. შენი სიმართლისა და შენი გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად, არამედ მათი სიბოროტის გამო აყრის შენგან უფალი ამ ხალხებს, რომ შეასრულოს სიტყვა, რომელიც მისცა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს.6. იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ მადლიან მიწას დასამკვიდრებლად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ.
მეორე რჯული თავი 9
5. შენი სიმართლისა და შენი გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად, არამედ მათი სიბოროტის გამო აყრის შენგან უფალი ამ ხალხებს, რომ შეასრულოს სიტყვა, რომელიც მისცა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:

...ლევანსა მას ზედა მივიდეთ; რამეთუ თქუა რაჲ მახარებელმან, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველ-თა მოვიღეთ“, მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „და მადლი მადლისა წილ“, რამეთუ მადლითა ცხოვნდებოდეს ჰურიანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „არა სიმართლისაგან თქუენისა, არამედ მამათა თქუენთათჳს გამოგირჩიენ თქუენ“. და რომელთა-იგი თჳსითა სათნოებითა არა აქუნდა შეწევნაჲ, მათ მადლითა ღმრთისაჲთა მიეცა პატივი. და ჩუენცა ყოველნი მადლითა ვცხოვნდით, არამედ არა მსგავსად მათდა, რამეთუ ფრიად უზეშთაესნი და უმაღლესნი საქმენი მოგუეცნეს, რამეთუ არა თუ ოდენ ცოდვათა შენდობაჲ მოგუეცა, ვინაჲთგან ესე მათცა მიეცა, არამედ მოგუეცა ჩუენ სიწმიდეცა და სიმართლე და შვილებაჲ და მადლი სულისა წმიდისაჲ; ფრიად უზეშთაესი მადლი მოგუეცა სულისა მიერ წმიდისა, ესე იგი არს კადნიერებაჲ, რომელი მოგუეცა ჩუენ დაგებითა ღმრთისაჲთა. და ამის მადლისა მიერ ვიქმნენით სასურველ ღმრთისაცა არღარა ვი-თარცა მონანი, არამედ ვითარცა ძენი და მეგობარნი, რამეთუ ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მადლი მადლისა წილ“. არამედ იგიცა საქმენი შჯულისანი მადლითა მონიჭებულ არიან ჩუენდა და არაარსისაგან არსად მოყვანებაჲ, და არა თუ კეთილი რაჲმე პირველ გუექმნა და სასყიდლად მისა მოგუეცა ჩუენ საქმე ესე, რომელნი არასადა ვიყვენ...

სრულად ნახვა