...საყურადღებოა, რომ წინასწარმეტყველთა წიგნებში ღმერთი არაფერს ისე დაჟინებით არ ითხოვს, როგორც უსამართლოდ დაჩაგრულთა შეწევნას. ამგვარადვე სხვაგანაც, მიქასთან, როცა იუდეველები ამბობენ: „უკეთუ მივსცნე პირმშონი ჩემნი უთნოობისათჳს, ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ ცოდვისათჳს სულისა ჩემისა?“ (), მან დაურთო და თქვა: „მიგეთხრა შენ, ჵ კაცო, რაჲ კეთილ, ანუ რასა ეძიებს შენგან უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა და შეყუარებასა წყალობისასა და მზად-ყოფასა სლვად უფლისა თანა ღმრთისა შენისა“ (). და კვლავ დავით წინასწარმეტყველი ამბობდა: „წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო“ (). ახლა კი სიტყვებს: „და მოვედით“ () მივუბრუნდეთ. ჯერ სიმართლის საქმეებით შეაიარაღა ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიყვანა სამსჯავროზე; ჯერ ასწავლა, როგორ ჩამოეხსნათ ბრალდებები, და მხოლოდ მაშინ მოსთხოვა პასუხი, რათა დაცვის გარეშე არ დაეჭირა და არ განეკითხა. ამიტო...
მიქა 6:7
6. რით წარვდგე უფალთან და თაყვანივსცე მაღალ ღმერთსო? აღსავლენებით - წელგამოვლილი ხბოებით ხომ არ წავრდგეო?7. ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილო?8. ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.
მიქა თავი 6