მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მიქა 6:8

7. ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილო?8. ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.9. უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის; გაუგონეთ კვერთხს და მის დამდგენელს.
მიქა თავი 6
8. ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...ე პირმშონი ჩემნი უთნოობისათჳს, ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ ცოდვისათჳს სულისა ჩემისა?“** (), მან დაურთო და თქვა: „მიგეთხრა შენ, ჵ კაცო, რაჲ კეთილ, ანუ რასა ეძიებს შენგან უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა და შეყუარებასა წყალობისასა და მზად-ყოფასა სლვად უფლისა თანა ღმრთისა შენისა“ (). და კვლავ დავით წინასწარმეტყველი ამბობდა: „წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო“ (). ახლა კი სიტყვებს: „და მოვედით“ () მივუბრუნდეთ. ჯერ სიმართლის საქმეებით შეაიარაღა ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიყვანა სამსჯავროზე; ჯერ ასწავლა, როგორ ჩამოეხსნათ ბრალდებები, და მხოლოდ მაშინ მოსთხოვა პასუხი, რათა დაცვის გარეშე არ დაეჭირა და არ განეკითხა. ამიტომ ამბობს: „შევიტყუნეთ“ (). ანუ: გავისამართლოთო, ამბობს.

ის, ვინც მათთან სამართალში შედის, დამცველადაც იქცევა...

სრულად ნახვა