თარგმანი: ესე სახედ ჩუენდა, რამეთუ ლოცვასა განკრძალულნი მიიღებენ ნიჭსა სულისა წმიდისასა, რომელ არიან მოწაფენი ქრისტესნი, დედათა მათ თანა, რომელნი შეუდგეს უფალსა და ჰმსახურებდეს ნაყოფთაგან მათთა. იგინივე აწ მუნ იყვნეს მოციქულთა თანა და დედასა თანა უფლისასა, რომლისაჲ დაღაცათუ თქუმულ არს, ვითარმედ მიერითგან წარიყვანა მოწაფემან მან თჳსთა თანა, არამედ აწ თჳთ მოწაფეცა იგი საყუარელი მუნვე იყო. ამისთჳს ჯერ-იყო ღმრთისმშობელისაჲცა მუნვე ყოფაჲ. და უკუეთუმცა იოსებ, მიმთხოველი ქალწულისაჲ, მუნ ყოფილ იყო, იგიცამცა შვილთა თჳსთა თანა მოჴსენებულ იყო, არამედ ცხად არს პირველ მრავლისა ჟამისა აღსრულებაჲ. მისი თჳთ მათვე სიტყუათაგან სახარებისათა, ვითარმედ: "დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს" (); რამეთუ, უკუეთუმცა ცოცხალ ყოფილ იყო, მაშინ მუნცა მოიჴსენებოდა და აქა კრებულისა ამისგან არავე დააკლდებოდა, ვითარცა უმჴურვალესი ყოველთაჲ, რამეთუ, დაღაცათუ ძენი მისნი ოდესმე შეორგულდიან, არამედ იგი არა ოდეს ორგულ იყო საიდუმლოსა შინა ქრისტეს განკაცებისასა.
მოციქულთა საქმეები 1:14
13. შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,14. გამუდმებით რომ ლოცულობდნენ ერთსულოვნად, ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასა და მის ძმებთან ერთად.15. იმ დღეებში დადგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის (იქნებოდა სულ ასოცამდე კაცი) და თქვა:
მოციქულთა საქმეები თავი 1