მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 1:19

18. მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი.19. ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, ამ მიწას მათ საკუთარ ენაზე ეწოდება აკელდამა, ანუ სისხლის მიწა.20. ხოლო ფსალმუნთა წიგნში წერია: „დე, დარჩეს ოხრად მისი სახლ-კარი, არ იყოს მასში საცხოვრებელი“; და „სხვამ მიიღოს პატივი მისი“.
მოციქულთა საქმეები თავი 1
19. ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, ამ მიწას მათ საკუთარ ენაზე ეწოდება აკელდამა, ანუ სისხლის მიწა.
თავი ბ̂. სიტყჳსგებაჲ პეტრესი მოწაფეთა მიმართ განვრდომისათჳს იუდაჲსსა და დადგინებისა მატათიაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

და მათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა (1.15).

თარგმანი: რაჟამს-იგი ლოცვასა განკრძალულ იყვნეს, მათ დღეთა შინა აღდგა პეტრე, ვითარცა თავი მოციქულთაჲ. რომლისადა რწმუნებულ იყო ქრისტეს მიერ მწყსაჲ ცხოვართაჲ და წინამძღურობაჲ მოციქულთა მწყობრისაჲ; არამედ არარასვე ოქმოდა თჳნიერ ზოგადისა ყოველთა განზრახვისა. ხოლო იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ, დაღაცათუ საყდრის მპყრობელი იყო იერუსალემისაჲ, არამედ არავე თჳთ იწყებს სიტყუად, რამეთუ მშჳდცა იყო და არა ფრიად გამომეძიებელ საქმეთა. ამისთჳს მას მიუშუეს საყდარი იერუსალემისაჲ. ხილო თჳთ, ვითარცა უმკუეთელესნი მახჳლნი, მიმორბიოდეს აღჭრად ძირთა საცთურებისათა.

იყო რიცხჳ ერისა მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ (1,16).

თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ ათერთმეტთა მათ თანა იყვნეს სამეოცდაათნიცა მოწაფენი, და სხუათა რჩეულთა და უმჴურვალესთაგან აღივსებოდა რიცხჳ მათი ას-ოცად, რამეთუ ჯერეთ სხუანიცა იყვნეს, რომელნი არა მუნ იყვნეს მორწმუნენი ქრისტესნი, რომელთათჳს-იგი პავლე იტყჳს: "მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა" ().

კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის