მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 1:18

17. ვინაიდან ჩვენს შორის იყო შერაცხილი და ხვდა წილი ამ მსახურებისა.18. მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი.19. ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, ამ მიწას მათ საკუთარ ენაზე ეწოდება აკელდამა, ანუ სისხლის მიწა.
მოციქულთა საქმეები თავი 1
18. მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი.
თავი ბ̂. სიტყჳსგებაჲ პეტრესი მოწაფეთა მიმართ განვრდომისათჳს იუდაჲსსა და დადგინებისა მატათიაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ამან მოიყო დაბაჲ იგი სასყიდლითა მით სიცრუისაჲთა (1,18).:

თარგმანი: დაღაცათუ ჰურიათა იყიდეს, არამედ, რომელმან ფასი მისცა, მისდა მოგებულად შერაცხილ არს. და რაჲ-მცა იყო უცრუვესი ესევითარსა მას სასყიდელსა, რომელი მოეგო მას განსყიდითა მოძღურისა და დამბადებელისა თჳსისაჲთა! ამისთჳს საფლავ იქმნა, და სიტყჳსაებრ წინაჲსწარმეტყუელისა, — სამკჳდრებელ ოჴერ, რამეთუ, რაჲ უოჴრეს არს საფლავისა?

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:1-10 — ქრისტეს გადაცემა და იუდას აღსასრული:

...დარჩენა ან იმისთვის ინება, რომ მოენანიებინა, ან კიდევ იმისთვის, რომ დასაცინი და სათრევი გამხდარიყო; რადგან, ამბობენ, წყალმანკით დაავადდა და ისე გასივდა, რომ იქაც ვეღარ ეტეოდა, სადაც ურემი თავისუფლად გადიოდა, ხოლო შემდეგ პირქვე ისე დაენარცხა, რომ გაიგლიჯა ანუ "განსთქდა", როგორც ამას ლუკა ამბობს "მოციქულთა საქმეში" ().

6-10. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს. და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა. ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოვიღე ოც და ათი იგი ვეცხლი, სასყიდელი განსყიდულისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაჱლისათა, და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან. - კორბანს ტაძრის საგანძურს უწოდებდნენ, რომელშიც ღმრთისთვის მიძღვნილ შესაწირავს ათავსებდნენ. ნახე, ღმერთმა როგორ უგუნურებად აქცია ისინი, ისე რომ, მათი მკვლელობით წაბილწული ზრახვა საქვეყნოდ მჟღავნდება.ვიდრე აქა დღედმდეო, - ამბობს, - იმ მინდორს სისხლიანი მინდორი ეწოდება, რათა ყველას ახსოვდეს, რომ მათ უფალი მოკლეს. ესეც იცოდე, რომ სტუ...

სრულად ნახვა