მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 1:2

1. პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი საქმე და სწავლა.2. ამ დღემდე, როცა ამაღლდა ზეცად, მას შემდეგ, რაც სულით წმიდით მისცა მცნებანი მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია,3. და რომლებსაც, მრავალი სარწმუნო ნიშნით, ცოცხლად წარუდგა თავისი ვნების შემდეგ; ორმოცი დღე ეჩვენებოდა და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა მათ.
მოციქულთა საქმეები თავი 1
2. ამ დღემდე, როცა ამაღლდა ზეცად, მას შემდეგ, რაც სულით წმიდით მისცა მცნებანი მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია,
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირის კოსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისაჲ, განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებული თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა, რომელსა შინა იშჳთ დაერთვის სხუათაცა წმიდათა თარგმანებულისაგან მოკლე ძალი სიტყჳსაჲ

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ აღწერილი ლუკაჲს მიერ მახარებელისა

დაღაცათუ "საქმე მოციქულთა" უწოდიან წიგნსა ამას, არამედ ვითარ-იგი სახარებაჲ ქრისტეს განგებულებათა, ეგრეთვე ესე —სულისა წმიდისა მადლთა მომთხრობელ არს, რაოდენსა ჰყოფდეს მოციქულნი შემდგომად მათ ზედა გარდამოსლვისა მისისა. ამას თანა და წინაჲსწარმეტყუელებათა ქრისტესთა საქმით აღსრულებასა გჳჩუენებს, რომელ-იგი ჰრქუა მოციქულთა, ვითარმედ: "უფროჲსიცა ამისსა ჰქმნეთ" (), რამეთუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა — ოფლითა და სუდარებითა, ვარშამანგებითა და აჩრდილებითა განიოტებდეს სენთა, რომელი-ესე არასადა წერილ არს ქრისტეს მიერ ქმნილად სახარებასა შინა. და კუალად, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: "იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა" (

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის