თარგმანი: ესე არს ძალი ლოცვისაჲ ამის, ვითარმედ: შენ, უფალო, ყოველთა გულთა წინაჲსწარ მეცნიერ ხარ; ამისთჳს გევედრებით, გამოაჩინე და გამოგჳცხადე ერთი ამათ ორთაგანი, რომელი შენ წინაჲთვე გამოგირჩევიეს წინაჲსწარ-მცნობელობითა და წინა-განმასაზღვრებელითა ძალითა შენითა, რამეთუ უწყით, ვითარმედ პირველ კითხვად ჩუენდამდე განგიჩენიეს თუ ვინ ჯერ-არს მიმღებელად ყოველთა მსახურებათაგან განკუთნვილსა ამას წილსა მოციქულებისასა, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა. ადგილ იუდაჲსსა იყო შიშთვილი და ჯოჯოხეთი, რომელი წინაჲთვე განეკუთნა მას სენითა მით ვეცხლისმოყუარებისაჲთა, რომლითა მიუდგა და შვა განმცემელობაჲ. აწ უკუე, ვითარცა იუდა თჳსითა უკეთურებითა განიკუთნა ადგილი თჳსი, ეგრეთვე მატათია თჳსითა მოსწრაფებითა ღირსად გამოაჩინა თავი თჳსი ადგილისა მის მოციქულებისა.
მოციქულთა საქმეები 1:24
23. და დააყენეს ორნი: იოსები, ბარაბად წოდებული, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და მატთია.24. ილოცეს და თქვეს: უფალო, ყველას გულთამხილავო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე.25. რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა, რასაც გამოაკლდა იუდა, რათა მისულიყო თავის ადგილას.
მოციქულთა საქმეები თავი 1