მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 1:23

22. იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული იმ დღემდე, როცა ამაღლდა ჩვენგან, - შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად იყოს მისი აღდგომის მოწმე.23. და დააყენეს ორნი: იოსები, ბარაბად წოდებული, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და მატთია.24. ილოცეს და თქვეს: უფალო, ყველას გულთამხილავო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე.
მოციქულთა საქმეები თავი 1
23. და დააყენეს ორნი: იოსები, ბარაბად წოდებული, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და მატთია.
თავი ბ̂. სიტყჳსგებაჲ პეტრესი მოწაფეთა მიმართ განვრდომისათჳს იუდაჲსსა და დადგინებისა მატათიაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია (1,23).:

თარგმანი: ამისთჳს ორნი დააყენნეს და არა მრავალნი, რაჲთა ერთი ოდენ დაშთეს შეწუხებული, რაჟამს მის თანა დადგინებულსა ხუდეს წილი და არა მას, რამეთუ სხუანი-ღა თუმცა ყოფილ იყვნეს მის თანა, უმრავლესთა შეწუხებაჲ იქმნებოდა და ამას შფოთი შეუდგებოდა. ხოლო შენ იხილე, ვითარ ერთსა კაცსა სამ სახელ უწოდიან, რამეთუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, პირველად ეწოდა იოსებ და მერმე ბარსაბა და იოსტოს, გინა თუ სიმრავლისათჳს სხუათა ერთ-მოსახელეთაჲსა, გინა თუ შეცვალებისათჳს ცხორებისა, ანუ თუ მჴურვალებისათჳს ღმრთისმსახურებისა. რამეთუ საკჳრველსა მოგჳთხრობს ამისთჳს პაპია, მოწაფე იოვანე ღმრთისმეტყუელისაჲ, ვითარმედ ოდესმე წინააღმდგომთა მიერ მოეპყრა მას სამსალაჲ, რომელ არს წამალი მაკუდინებელი, ხოლო მას სასწაული ჯუარისაჲ გამოსახა მას ზედა და შესუა და უვნებელად ეგო მადლითა ქრისტესითა. ხოლო მატათია, რომელი აწ აღირაცხა ათორმეტთა თანა, იყო იგი პირველ მოწაფე უფლისაჲ ერთი სამეოცდაათთაგანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის