მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 10:34

33. მაშინვე გამოვგზავნე ხალხი შენთან და კარგი ქენი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რაც უფალს უბრძანებია შენთვის.34. პეტრემ გახსნა ბაგენი და თქვა: ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთისთვის უცხოა მიკერძოება.35. არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის.
მოციქულთა საქმეები თავი 10
34. პეტრემ გახსნა ბაგენი და თქვა: ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთისთვის უცხოა მიკერძოება.
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
აღაღო პეტრე პირი თჳსი და თქუა: ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა, არამედ ყოველთა შორის თესლთა, რომელსა ეშინის მისსა და იქმს სიმართლესა, სათნო მისსა არს. სიტყუაჲ იგი, რომელი მოუვლინა ძეთა ისრაელისათა მახარებლად მშჳდობისა იესუ ქრისტეს მიერ. ესე თავადი არს უფალი ყოველთაჲ (10,34-36).:

თარგმანი: აღებაჲ პირისა წმიდათაჲსაჲ აღვსება არს სულითა, და გამოთქუმა საჲდუმლოთა, ვითარ-ესე აწ პეტრე ცხადად დაგჳმტკიცებს, ვითარმედ არავის სადა უტევებს ღმერთი უმეცრებით ყოფად ურწმუნოებასა შინა. არამედ უკუეთუ ოდენ თჳნიერ გულარძნილებისა ღმრთის მოშიშებით ჰყოფდეს სიმართლესა, ესევითართა მათ მიუძღჳს სრულებად სარწმუნოებისა, ვითარ-იგი მოგუთა და ავაზაკსა, მეძავსა და მეზუერესა, საჭურისსა და კორნილიოსს. ხოლო რომელნი-იგი არა სათნო-ეყოფვიან ღმერთსა, დაღათუ იქმოდინ კეთილსა რასმე, ცხად არს, რამეთუ არა ღმრთის მოშიშებით ჰყოფენ, არამედ საჩუენებელად კაცთა იქმან. აწ უკუე პირველი იგი სიტყუაჲ მოციქულისაჲ თუალ-უხუავობისათჳს ღმრთისა — ჰურიათა მიმართ არს, რომელნი იყვნეს მის თანა, რაჲთა განუცხადოს წოდებაჲ წარმართთაჲ. ამისსა შემდგომად ჰურიათა პატივსა უპირატესობისასა დაუმარხავს, და მათდა მიმართ მოვლინებასა ძისასა იტყჳს მამისა მიერ. და კუალად, რაჲთა არა წარმართთა განიწირნენ თავნი თჳსნი, ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: დაღაცათუ ისრაელთა მიმართ მოივლინა, არა დაშჯად, არამედ ყოფად მშჳდობისა და განმართლებისა, არამედ იგი თავადი არს უფალი ყოველთაჲ — ჰურიათა და წარმართთაჲ.

საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. საყოველთაო უსჯულოება და ნოეს მადლი (6:6-8):

...ანმავლობაში ყველა ამ ადამიანს უქადაგებდა და ურჩევდა უღმრთოებისგან განრიდებას, საკუთარ თავსაც მათი სიბილწისგან თავისუფლად ინახავდა. და როგორც ისინი ბოროტი საქმეებით კაცთმოყვარე ღმერთის რისხვას იწვევდნენ, ასევე ეს, სათნოება რომ შეიყვარა, „პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა". „არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა" (); ასეთ სიმრავლეში ერთს რომ იპოვნის მისი სათნოების აღმასრულებელს, არ უგულებელყოფს, არამედ თავის მზრუნველობას ღირსად მიიჩნევს და მით უფრო დიდ ყურადღებას აჩვენებს მის მიმართ, რაც მეტად ის, ასეთ მრავალ უღმრთოებისკენ მზიდავთა შორის, სათნოების გზით მიდის.

6. ანგარების მხილება და სათნოებისკენ შეგონება

ამის მცოდნენი, მხოლოდ ის გვქონდეს მხედველობაში, რაც მას (ღმერთს) სათნოა და რამაც მისი კეთილგანწყობა შეიძლება მოგვიპოვოს; არც მეგობრობის გულისთვის, არც რაიმე ჩვეულებისადმი მორჩილებით სათნოებას ნუ უგულებელვყოფთ, არამედ ღვთის სულგრძელობით ჯეროვნად ვისარგებლოთ და, სანამ ჯერ კიდევ დრო არის, ყოველგვარი სიზარმაცე მოვიშოროთ, სათნოება შევიყვაროთ, ბოროტება კი მოვიძულოთ. თუ სათნოებისკენ სიყვარულითა და გულისთქმით არ ვისწრაფვით და ბოროტების მიმართ დიდ სიძულვილს არ ვიგრძნობთ, მაშინ ვერც ამისგან (ბოროტებისგან) ზიანს ავიცილებთ და ვერც იმას (სათნოებ...

სრულად ნახვა