მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 10:43

42. მან გვიბრძანა გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.43. მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით.44. პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სული წმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვა.
მოციქულთა საქმეები თავი 10
43. მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით.
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ამას ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი ეწამებიან მოტევებასა ცოდვათასა მოღებად სახელითა მისითა, ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს მისა მიმართ (10,43).:

თარგმანი: არა თავით თჳსით იტყჳს, ვითარმედ იგი არს ძე ღმრთისაჲ, არამედ უძლიერესად წიგნებითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა დაამტკიცებს, ვითარმედ იგი არს მიმტევებელი ცოდვათაჲ. ხოლო ესე რაჲ დამტკიცდეს, თჳთ ჰურიანი წამებენ, ვითარმედ: არავის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა ღმერთსა მხოლოსა, და ჭეშმარიტად იგი არს ღმერთი სრული და კაცი სრული.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის