თარგმანი: ჴელ უფლისა უწოდენ წერილნი სულისა წმიდისა მიერ ნიშთა და ძალთა მოქმედებასა, ვითარცა ეზეკიელ იტყჳს: და იყო ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ, და მოციქული პავლე ეტყჳს ელჳმას: "აჰა ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა". ესევითარი მოქმედებაჲ სასწაულთაჲ მიეცა მათ, რომელნი-იგი ანტიოქიას ქადაგებდეს, რაჲთა უმრავლესნი მოაქცინენ უფლისა.
მოციქულთა საქმეები 11:21
20. თუმცა მათ შორის კიპროსელები და კირენელებიც იყვნენ. რომლებიც ანტიოქიაში შესვლისას ბერძნებსაც ელაპარაკებოდნენ და ახარებდნენ მათ უფალ იესოს.21. და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ.22. ამ ამბავმა იერუსალიმის ეკლესიასაც მიაღწია და ანტიოქიაში წარგზავნეს ბარნაბა.
მოციქულთა საქმეები თავი 11