მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 11:24

23. როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში.24. ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი ხალხი უფალს.25. მერე ტარსოსს გაემართა სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა.
მოციქულთა საქმეები თავი 11
24. ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი ხალხი უფალს.
თავი ი̂ვ. პეტრეს მიერ თხრობაჲ კორნილიოჲსთჳს და ბარნაბჲს ანტიოქიად წარვლინებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ესმა სიტყუაჲ ესე ყურთა კრებულისათა, რომელნი იყვნეს იერუსალემს მათთჳს, და მიავლინეს ბარნაბა, რაჲთა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე, რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაჲ და განიხარა, და ჰლოცვიდა ყოველთა გულსმოდგინებითა გულისაჲთა დადგრომად უფლისა მიმართ, რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა ერი მრავალი უფალსა (11,22-24).:

თარგმანი: რაჲსათჳს არა ათორმეტთა მოციქულთაგანი წარვიდა ესოდენ დიდსა მას ქალაქსა ანტიოქიისასა, არამედ ბარნაბა, ერთი სამეოცდაათთაგანი მიავლინეს? —ამისთჳს, რამეთუ არა ჯერ-უჩნდა განშორებაჲ იერუსალემით, რაჲთა არა ლტოლვილ საგონებელ იქმნნენ დევნულებისაგან ჰურიათაჲსა. არამედ დაღაცათუ მახლობელთა სადმე ქალაქთა და სოფელთა განვიდიან, კუალად მუნვე იქციან და არასადა განეშორებოდეს ათორმეტნი იგი იერუსალემსა და ჰურიასტანსა, ვიდრე წარსლვადმდე პავლესსა ჰრომედ. ხოლო მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიად, ვითარცა წამებული აღსავსედ სულითა წმიდითა და კაცად სახიერად. სახიერ უკუე ეწოდა არა წინა-აღმდგომად სიტყჳსა მის, ვითარმედ: "არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი" (), არამედ რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ ღმერთსა ბუნებით აქუს სახიერებაჲ, და არავინ არს ბუნებით სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი. ხოლო მის მიერვე მადლით და მინიჭებით ბარნაბასცა და მსგავსთა მისთა ყოველთა სახიერ სახელ-ედების, რაჟამს ყოველთა მოქენე და განმამტკიცებელ იყვნენ სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა და ერთა ურიცხუთა ქადაგ სარწმუნოებისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის