მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 11:25

24. ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი ხალხი უფალს.25. მერე ტარსოსს გაემართა სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა.26. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ, მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები.
მოციქულთა საქმეები თავი 11
25. მერე ტარსოსს გაემართა სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა.
თავი ი̂ვ. პეტრეს მიერ თხრობაჲ კორნილიოჲსთჳს და ბარნაბჲს ანტიოქიად წარვლინებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესსა და პოვა და მოიყვანა ანტიოქიად. და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად (11,25-26).:

თარგმანი: რად არა მოციქულთა მიუწერეს პავლეს მოსლვაჲ ანტიოქიად, თჳნიერ მივლინებისა ბარნაბაჲსსა? — ცხად არს, ვითარმედ არღა ფრიად შემეცნებულ იყვნეს ძლიერებასა ქადაგებისა მისისასა.

იმისთჳს მათ ბარნაბა მოავლინეს ანტიოქიად. ხოლო ბარნაბა დატევებად სცა პავლეს ტარსუნი, ვითარცა უმცირესი, და მოიყვანა შემწედ თჳსსა ანტიოქიად, რამეთუ მუნ უმრავლეს იყო ერი ცხოვნებად შეძინებადთაჲ. ამისთჳსცა წელიწადი სრული დაყვეს მუნ, და ესოდენი წარმართებაჲ ყვეს ქადაგებისაჲ, ვიდრეღა მრავალჟამეულმან პავლეს მათ შორის განგრძობამან ქადაგებისამან დასაბამითა სიტყუათა თჳსთა მითხრობისაჲთა ესოდენ უმაღლესად შეცვალა სახელი მოწაფეთაჲ, რაჲთა მის მიერ განსწავლულთა მათ ნაზარეველ და გალილეველობისა წილ ქრისტეანე ეწოდებოდის, რომელი-ესე მუნ ვერ იქმნა, სადა-იგი იყენეს სამ ათასნი და ხუთ ათასნი, არამედ პირველად ანტიოქიით იწყო და ყოველთა ზედა განეფინა მოსახელეობაჲ ქრისტესი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის