თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ შიშითა უმეტესისა ცვისაჲთა არა ერთსა ოდენ, არამედ ორსა ადგილსა შორი-შორს გზათა ზედა დგეს მცველნი, რაჲთა, დაღათუ ერთთა თანა-წარჰჴდეს პარვით, მეორეთა შეიპყრან, და ამათ უწოდს პირველად და მეორედ საჴუმილავად, რამეთუ საჴუმილავი საცავსა ეწოდების. ხოლო ბჭეთა რკინისათა ქალაქად შეყვანებითა ესე გუეუწყების, ვითარმედ გარეგან ქალაქისა იყო საპყრობილე იგი, საცავი მოციქულისაჲ.
მოციქულთა საქმეები 12:10
9. გავიდა და პეტრეც გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ ცხადი იყო, რასაც იქმოდა ანგელოზი, არამედ ეგონა სიზმარს ვხედავო.10. პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს, მყისვე გაშორდა მას ანგელოზი.11. გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი.
მოციქულთა საქმეები თავი 12