თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ ორთა მათგან განსლვათა გონებისათა არა ცოდვისა გულის-თქუმათა სიმთრვალითა განსრულ იყო პეტრე გონებისაგან, არამედ ხილვითა მით ანგელოზისა ბრწყინვალებისაჲთა ზეშთა კაცობრივისა საზომისა აღტაცებულ იყო გონებითა და ეგრეთ უცნაურად წარვლნა რაჲ საშიშნი იგი ადგილნი, მაშინღა მოეგო გონებასავე თჳსსა განცხადებულად ცნობად, ვითარმედ არღარა ოცნებით, არამედ ჭეშმარიტებით ჴსნილ არს საპყრობილით, რამეთუ ვიდრე მუნ ჟამამდე ეგრეთ ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: აწ უწყი, რამეთუ არა სიზმარ, არამედ ჭეშმარიტება არს ჴსნაჲ ესე ჩემი ყოველთაგან მოძულეთა სულისა ჩემისათა.
მოციქულთა საქმეები 12:11
10. პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს, მყისვე გაშორდა მას ანგელოზი.11. გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი.12. ამ ფიქრით მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 12