მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 12:20

19. ჰეროდემ ბევრი ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო. მაშინ დაჰკითხა მცველები და მათი დახოცვა ბრძანა. მერე კი იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა.20. ჰეროდე გულმწყრალად იყო ტიროსელთა და სიდონელთა მიმართ. ამიტომაც ისინი ერთად მივიდნენ, გადაიბირეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ზავი ითხოვეს, ვინაიდან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან იღებდა სარჩოს.21. დათქმულ დღეს სამეფო სამოსით მოსილი ჰეროდე ტახტზე დაჯდა და სიტყვით მიმართა მათ.
მოციქულთა საქმეები თავი 12
20. ჰეროდე გულმწყრალად იყო ტიროსელთა და სიდონელთა მიმართ. ამიტომაც ისინი ერთად მივიდნენ, გადაიბირეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ზავი ითხოვეს, ვინაიდან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან იღებდა სარჩოს.
თავი ი̂ჱ. ჰეროდეს მიერ შეპყრობისათჳს პეტრესსა, და ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო იყო ჰეროდე გულმწყრალ ტჳრელთა და სიდონელთათჳს, და იგინი მოსრულ იყვნეს ერბამად მისსა, და ქველის-მეტყუელ იყოფდეს ვლასტონს, რომელი იყო სასუენებელსა ზედა მეფისასა, და ითხოვდეს მშჳდობასა, რამეთუ ქუეყანაჲ იგი მათი იზარდებოდა სამეუფოჲსაგან მისისა. და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოსა სამოსელი სამეუფოჲ და დაჯდა საყდართა ზედა და ზრახვიდა მათდა მიმართ. და ერი იგი ღაღადებდა: ღმრთისა ჴმაჲ არს და არა კაცისაჲ! და მეყსეულად სცა მას ანგელოზმან უფლისამან, ამისთჳს, რამეთუ არა მისცა დიდებაჲ ღმერთსა და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ, და სულნი წარჰჴდეს. და სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა (12,20-24).:

თარგმანი: ჟამიერად წარმოიტყჳს თხრობასა ამას, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ არა ყოვნა საშჯელმან მოციქულთა მკლველობისამან ჰეროდეს ზედა, და ვითარმედ მლიქნელნი იგი გულისწყრომასა მისსა მომდოვრებად ჰლიქნიდეს, რამეთუ სამეუფოჲსა მისისაგან იყო საზრდელი მათი. არამედ იგი განლაღებული ღმერთ წოდებად თჳსსა არა დააყენებდა მათ. რამეთუ წელსა მესამესა მეფობისა მისისასა შთავიდა იგი კესარიად სტრატონიისა, სადა-იგი აღასრულა თეატროჲ სადიდებელად კეისრისა, და მეორესა დღესა შეიმოსა სამოსელი ვეცხლით ქსოვილი, და დაწყებასა ოდენ დღისასა დაჯდა სახილველსა შინა, ხოლო აღმოჴდა რაჲ მზე მიფენითა შარავანდედთაჲთა, დიდთა რათმე და საზარელთა ფერთა კრთომასა გამოსცემდა შესამოსელი მისი, ვინაჲცა მლიქნელნი იგი მყის სხუაჲ სხჳთ უჴმობდეს და ღმრთად აღიარებდეს, და უფროჲსღა ტჳრელნი და სიდონელნი მომშჳდებისათჳს რისხვისა მისისა ღაღადებდეს, ვითარმედ: მოაქამდე ვითარცა კაცსა გეშიშვოდეთ, ხოლო ამიერითგან ზეშთა კაცობრივისა ბუნებისა აღგიარებთ. ხოლო ჰეროდეს ესე რაჲ ესმოდა მათგან, არა ჰრისხვიდა, არცა გარე-მიაქცევდა ლიქნასა მას, მომატყუებელსა უღმრთოებისასა. და შემდგომად მცირედისა, მიიხილა რაჲ, იხილა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის