თარგმანი: ჟამიერად წარმოიტყჳს თხრობასა ამას, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ არა ყოვნა საშჯელმან მოციქულთა მკლველობისამან ჰეროდეს ზედა, და ვითარმედ მლიქნელნი იგი გულისწყრომასა მისსა მომდოვრებად ჰლიქნიდეს, რამეთუ სამეუფოჲსა მისისაგან იყო საზრდელი მათი. არამედ იგი განლაღებული ღმერთ წოდებად თჳსსა არა დააყენებდა მათ. რამეთუ წელსა მესამესა მეფობისა მისისასა შთავიდა იგი კესარიად სტრატონიისა, სადა-იგი აღასრულა თეატროჲ სადიდებელად კეისრისა, და მეორესა დღესა შეიმოსა სამოსელი ვეცხლით ქსოვილი, და დაწყებასა ოდენ დღისასა დაჯდა სახილველსა შინა, ხოლო აღმოჴდა რაჲ მზე მიფენითა შარავანდედთაჲთა, დიდთა რათმე და საზარელთა ფერთა კრთომასა გამოსცემდა შესამოსელი მისი, ვინაჲცა მლიქნელნი იგი მყის სხუაჲ სხჳთ უჴმობდეს და ღმრთად აღიარებდეს, და უფროჲსღა ტჳრელნი და სიდონელნი მომშჳდებისათჳს რისხვისა მისისა ღაღადებდეს, ვითარმედ: მოაქამდე ვითარცა კაცსა გეშიშვოდეთ, ხოლო ამიერითგან ზეშთა კაცობრივისა ბუნებისა აღგიარებთ. ხოლო ჰეროდეს ესე რაჲ ესმოდა მათგან, არა ჰრისხვიდა, არცა გარე-მიაქცევდა ლიქნასა მას, მომატყუებელსა უღმრთოებისასა. და შემდგომად მცირედისა, მიიხილა რაჲ, იხილა...
მოციქულთა საქმეები 12:21
20. ჰეროდე გულმწყრალად იყო ტიროსელთა და სიდონელთა მიმართ. ამიტომაც ისინი ერთად მივიდნენ, გადაიბირეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ზავი ითხოვეს, ვინაიდან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან იღებდა სარჩოს.21. დათქმულ დღეს სამეფო სამოსით მოსილი ჰეროდე ტახტზე დაჯდა და სიტყვით მიმართა მათ.22. ხალხი კი ღაღადებდა: ღმერთის ხმა გვესმის და არა კაცისაო.
მოციქულთა საქმეები თავი 12