მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 12:8

7. და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი.8. ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი.9. გავიდა და პეტრეც გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ ცხადი იყო, რასაც იქმოდა ანგელოზი, არამედ ეგონა სიზმარს ვხედავო.
მოციქულთა საქმეები თავი 12
8. ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი.
თავი ი̂ჱ. ჰეროდეს მიერ შეპყრობისათჳს პეტრესსა, და ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი! და მან ყო ეგრე. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე! და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან. ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს (12,8-9).:

თარგმანი: უკუეთუ შემდგომად ესოდენისა მის დაწყნარებით თქუმისა, ვითარმედ: "შეირტყ, შეისხენ და შეიმოსე", ჯერეთ უმეცარ-ვე იყო პეტრე და საოცარ-რაჲმე ჰგონებდა საქმესა მას ანგელოზისასა, რაჲღამცა ექმნა, უკუეთუმცა შფოთებით-რაჲმე და აღტაცებით ქმნილ იყო. რამეთუ არავინ, კაცობრივ მლტოლვარე სიკუდილისაგან, იკადრებს ზრუნვად სანდალთათჳს და სარტყლისა, არამედ ფრიად იხარებნ, უკუეთუ ყოვლად შიშუელიცა განერეს რაჲთმე, გარნა, სადა ღმერთი იყოს მჴსნელ და ანგელოზი - გამომყვანებელ, ესოდენ ყოვლითურთ უნაკლულო იქმნების ჴსნაჲ მათ მიერი. ხოლო ჩუენდა საძიებელ არს, ნუ-უკუე წინა-აღმდგომ ქრისტეს ბრძანებათა არიანა თავნი მოციქულთანი, რომელთა-იგი არა აქუნდა ბრძანებაჲ მისგან მოგებად ორთა სამოსელთა გინა ჴამლთა, და აჰა ვხედავთ, რამეთუ პეტრე მოსიერი წვა, არა შიშუელი, და კუალად ანგელოზი უბრძანებს სხჳსაცა სამოსლისა და სანდალთა შესხმად, რომელ-ესე არს ორი სამოსელი. და კუალად, პავლე მიუწერს ტიმოთეს მოტანებასა ფილონისასა, და მუნ, სადა იყო, არავე შიშუელი იყო. აწ უკუე რაჲ? წინააღმდგომ ქრისტესსა არიანა? ნუ იყოფინ! არამედ ცხად არს, ვითარმედ ესე მაშინდელი ბრძანებაჲ ორთა სამოსელთა არა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის