თარგმანი: მოსლვასავე თანა ანგელოზისასა ნათლითა აღივსო სახლი იგი, რაჲთა არა საოცარ ჰგონოს, არამედ მღჳძარითა თუალითა იხილოს, ხოლო გუერდსა ამისთჳს სცა ანგელოზმან, რამეთუ აღადგენდა მას უზრუნველად მწოლარებისაგან, რაჲთა არა სიკუდიდ განწიროს თავი თჳსი, არამედ ეძიებდეს ღონესა ცხორებისასა, და დაჴსნილებისა წილ მოსწრაფე იქმნეს. ამის ყოვლისა დამამტკიცებელად სიტყუასავე თანა მყის დასცჳვეს ჯაჭუნი ჴელთა მისთანი, რაჲთა სარწმუნო უჩნდეს, ვითარმედ ანგელოზი არს.
მოციქულთა საქმეები 12:7
6. იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ.7. და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი.8. ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი.
მოციქულთა საქმეები თავი 12