მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:1

1. ხოლო ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე მანაენი და სავლე.2. უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ.
მოციქულთა საქმეები თავი 13
1. ხოლო ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე მანაენი და სავლე.
თავი ი̂ჱ. ჰეროდეს მიერ შეპყრობისათჳს პეტრესსა, და ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
იყვნეს ინტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაწარმეტყუელნი და მოძღუარნი ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კჳრინელი და მანაინ, რომელი-იგი იყო ძუძუსჲმტე ჰეროდე მეფისაჲ, და სავლე (13,1).:

თარგმანი: მსგავსად სიმრავლისა ერისა, მრავალ იყვნეს ანტიოქიას შინა წინაჲსწარმეტყუელნიცა და მოძღუარნი; წინაჲსწარმეტყუელნი უკუე — მამხილებელად ურწმუნოთა, ხოლო მოძღუარნი — მასწავლელად მორწმუნეთა. ხოლო შენ იხილე და გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ვერარაჲ პირველთა ჩუეულებათა სიბოროტე დამახრწეველ ექმნების კაცთა, ოდესცა უნდეს მოქცევად და შეცვალებად უმჯობესისა მიმართ. რამეთუ აჰა ჰეროდე წარწყმდა თჳსითა სივერაგითა, ხოლო ძუძუჲსმტე, ესე იგი არს თანა-ზრდილი მისი მანაინ ესოდენ წარემატა, რომელ წინაჲსწარმეტყუელთა და მოძღუართა თანა აღირაცხების. გარნა აქაცა პავლეს უკუანაჲსკნელ მოიჴსენებს, რაჲთა ჩუენ ვისწავოთ არავისი მყის შეცვალებულისაჲ მინდობაჲ პირველთა თანა აღრაცხვად, ვიდრე არა მრავალ ჟამ გამოიცადოს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის