თარგმანი: იხილე, რამეთუ მაშინ ღირს იქნების კაცი გამოცხადებასა საღმრთოსა, რაჟამს მარხვით და ლოცვით იყოფებოდის, ვითარ-ესე აწ მოწაფენი მოსწრაფე რაჲ იყვნეს ქმნად მათდა რწმუნებულისა მის მსახურებისა ქადაგებისა ქრისტესისა, და იმარხვიდეს. მაშინ სულმან წმიდამან პირითა მათ შორის მყოფთა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა უბრძანა მათ, ვითარცა ღმერთმან, თანა-სწორმან მამისა და ძისამან, რაჲთა გამოურჩინენ მას და ჴელთ-დასხმით განუჩინნენ ბარნაბა და სავლე საქმედ ქადაგებისა, ვინაჲცა მან თავადმან წარავლინნეს იგინი წოდებითა ზეგარდამოჲთა.
მოციქულთა საქმეები 13:2
...თუმცა მამასა სთხოვდა მიცემად სხუათა, ვინაჲთგან მოციქულნი მრავალგზის იქმოდეს ამას თჳნიერ თხოვისა? ანუ უკუეთუ თხოვით მამისა მიერ მოივლინების, ვითარ თავით თჳსით მოიწია, ანუ ვითარ მოივლინების სხჳსა მიერ, რომელი-იგი ყოველგან არს და განუყოფს თითოეულსა, ვითარცა ენებოს? და იტყოდა უფლებით: „განაჩინენით პავლე და ბარნაბა“, და იგინი ღმერთსა ჰმსახურებდეს, არამედ მან თჳსსა საქმესა მიიყვანნა, არა თუ, რამეთუ სხუაჲ არს მისი და სხუაჲ არს მამისა საქმჱ, არამედ რაჲთამცა ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა. ხოლო რაჲღა არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“? აჩუენებს ჟამსა მას მოსლვისასა, რამეთუ რაჟამს განწმიდნა იგინი მსხუერპლითა მით თჳსისა სისხლისა დათხევისაჲთა, მაშინ მოვიდა სული წმიდაჲ. ხოლო რაჲსათჳს, იყო რაჲ მათ თანა, არა მოვიდა? ამისთჳს, რამეთუ არცა შეწირულ იყო შესაწირავი იგი. ხოლო ვინაჲთგან ცოდვაჲ დაიჴსნა და იგინი განვიდოდეს განსაცდელთა მიმართ, მაშინ ჯერ-იყო განმაძლიერებელისა მის მოსლვაჲ. რაჲსათჳს უკუე არა მეყსეულად შემდგომად აღდგომისა მოვიდა სული წმიდაჲ? ამისთჳს, რაჲთა ფრიადითა სურვილითა მისითა აღეტყინნენ, და მერმე მოვიდეს უმეტესითა მადლითა. რამეთუ ვიდრემდის ქრისტე მათ თანა იყო, არა იყვნეს მწუხარებასა შინა; ვინაჲთგან უკუე წარვიდა და იგინი შეშინებულ იქმნნეს...
...მკჳდრობითა, შემოსილი ხალენითა? და ამის ყოვლისა შემდგომად ქმნნა სასწაულნი; კუალად, იობისი რომელი სასწაული იხილა ეშმაკმან და განკჳრდა? სასწაული არცა ერთი, არამედ მოქალაქობაჲ საღმრთოჲ და მოთმინებაჲ ფრიადი; დავით რომელი სასწაული ქმნა სიჭაბუკესა თჳსსა, ოდეს თქუა უფალმან: „ვპოე დავით, ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი?“ ; (შდრ. 1 მეფ. 16, 1,12) აბრაჰამ და ისაკ და იაკობ რომელნი მკუდარნი აღადგინნეს, რომელი კეთროანი განწმიდეს? არა უწყითა, რამეთუ სასწაულნი, უკუეთუ არა ფრთხილ იყოს მოქმედი მათი, დიდად ავნებენ, ვი-თარცა მრავალთა შეემთხჳა კორინთეს შინა და ჰრომეს? ამისთჳს სიმონ განვარდა, ამისთჳს, რომელმან-იგი ჰრქუა უფალსა: „მიგდევდე შენ“, არა შეწყნარებულ იქმნა, რამეთუ ცუდადმზუაობრობისათჳს და საჴმართმოყუარებისა ეძიებდეს იგინი სასწაულთა. ამისთჳს, უფალი მოწაფეთა რაჲ ასწავლიდა, არა ჰრქუა, თუ: ყვენით სასწაულნი, რაჲთა იხილონ კაცთა, არამედ: „ეგრეთ ბრწყინევდინო ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცა-თასა“. და პეტრეს არა ჰრქუა: უკუეთუ გიყუარ მე, იქმოდე სასწაულთა, არამედ: „მწყსიდიო ცხოვართა ჩემთა“....