თარგმანი: იხილე, ვითარ ადგილ-სცა ბარნაბა პავლეს, ტარსოჲთ მოყვანებულსა მის მიერ, რამეთუ არარას სხუასა მიხედვიდეს, თჳნიერ სარგებელსა კაცთასა. ხოლო პავლე ღონიერად ჰყოფს და შესხმისა სიტყჳთა იწყებს დაწყებასა სწავლისასა, რამეთუ მწირობით განთესულთა მათ ისრაიტელ უწოდს და ღმრთის მოშიშ სახელ-სდებს, რაჲთა წადიერებით ისმინონ მისი. ამისსა შემდგომად მსგავსად ჩუეულებისა წინაჲსწარმეტყუელთა და მოძღუართა ჰურიათაჲსა პირველ გარდასრულთა ქველის-მოქმედებათა ღმრთისათა მოაჴსენებს — განპებასა ზღჳსასა, გამოყვანებითურთ და გამოზრდით, ხოლო შჳდნი იგი ნათესავნი, რომელნი მოსრნა მათთჳს ღმერთმან, ესე არიან: ქეტელი და გერგესეველი, ამორეველი და ქანანელი, ფერეზელი და ეველი და იებოსელი. ამათი ქუეყანაჲ მისცა ისრაიტელთა.
მოციქულთა საქმეები 13:18
17. ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები, აამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და ზეშემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.18. ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში.19. ქანაანის მიწაზე შვიდ ხალხს გაავლო მუსრი და ისრაელს დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
მოციქულთა საქმეები თავი 13