მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:17

16. წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ!17. ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები, აამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და ზეშემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.18. ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში.
მოციქულთა საქმეები თავი 13
17. ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები, აამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და ზეშემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ: ღმერთმან ამის ერისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი, და ერი იგი აღამაღლა ჟამსა მას მწირობისასა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და მკლავითა მაღლითა გამოიყვანნა იგინი მიერ, და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა, და დაარღჳნა ნათესავნი შჳდნი ქუეყანასა მას ქანანისასა და დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ იგი მათი (13,16-19).:

თარგმანი: იხილე, ვითარ ადგილ-სცა ბარნაბა პავლეს, ტარსოჲთ მოყვანებულსა მის მიერ, რამეთუ არარას სხუასა მიხედვიდეს, თჳნიერ სარგებელსა კაცთასა. ხოლო პავლე ღონიერად ჰყოფს და შესხმისა სიტყჳთა იწყებს დაწყებასა სწავლისასა, რამეთუ მწირობით განთესულთა მათ ისრაიტელ უწოდს და ღმრთის მოშიშ სახელ-სდებს, რაჲთა წადიერებით ისმინონ მისი. ამისსა შემდგომად მსგავსად ჩუეულებისა წინაჲსწარმეტყუელთა და მოძღუართა ჰურიათაჲსა პირველ გარდასრულთა ქველის-მოქმედებათა ღმრთისათა მოაჴსენებს — განპებასა ზღჳსასა, გამოყვანებითურთ და გამოზრდით, ხოლო შჳდნი იგი ნათესავნი, რომელნი მოსრნა მათთჳს ღმერთმან, ესე არიან: ქეტელი და გერგესეველი, ამორეველი და ქანანელი, ფერეზელი და ეველი და იებოსელი. ამათი ქუეყანაჲ მისცა ისრაიტელთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის