მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:23

22. ხოლო მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუსვა მათ დავითი, ვისაც თავად უმოწმა სიტყვით: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად აღასრულებს ჩემს ნებას“.23. სწორედ მისი თესლისგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო,24. ვის მოსვლამდეც იოანე წინასწარ უქადაგებდა მთელ ხალხს ნათლისღებას სინანულისას.
მოციქულთა საქმეები თავი 13
23. სწორედ მისი თესლისგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო,
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაელსა მჴსნელი იესუ, რომელსა წინაჲსწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსლვისა მისისასა, ნათლის-ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაელისა (13,23-24).:

თარგმანი: ვინაჲთგან სასურველად აქუნდა ჰურიათა სახელი დავითისი, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ ძე მისი არს ჴორციელად, რომელსა-ესე ჩუენ ვქადაგებთ — უფალსა იესუს, რომლისა თანა-მდებ ხართ შეწყნარებად მეუფედ თქუენ ზედა, რამეთუ ძე არს მეფისა თქუენისა დავითისი ბუნებითა ჴორცთაჲთა, ხოლო ბუნებითა ღმრთეებისაჲთა არა არაარსისაგან მოყვანებული, არამედ უჟამოდ და დაუსაბამოდ პირველ საუკუნეთა მამისა თანა მყოფი, აწ აღსასრულსა ჟამთასა მის მიერვე თქუენთჳს ჴორცთ-შესხმითა აღდგინებული, რამეთუ აღდგინება არს სახილველ-ქმნაჲ უხილავისაჲ. ამისისა მოსლვისა მოწამედ იოვანეს მოიყვანებს, ხოლო პირად შემოსლვისა იტყჳს ჴორცთ-შესხმასა მისსა, რომლისა განცხადებაჲ ჟამსა მას იქმნა იოვანეს ნათლის-ცემისასა წყლითა სინანულისაჲთა, რამეთუ ესე ჟამი ცხადად საცნაურ იყო ყოველსა შორის ერსა ისრაელისასა წარჩინებულებისაგან იოვანესსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის