მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:25

24. ვის მოსვლამდეც იოანე წინასწარ უქადაგებდა მთელ ხალხს ნათლისღებას სინანულისას.25. ხოლო თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ; არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ ხამლი შევუხსნა ფეხზე.26. კაცნო, ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთისმოშიშნო თქვენს შორის: აჰა, მოგევლინათ ხსნის სიტყვა.
მოციქულთა საქმეები თავი 13
25. ხოლო თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ; არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ ხამლი შევუხსნა ფეხზე.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თჳსსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელსა-იგი არა ვარ ღირს განჴსნად ჴამლთა ფერჴთა მისთასა (13,25).:

თარგმანი: ესე სიტყუანი პირველ ქრისტეს ნათლის-ღებად მოსლვისა თქუნა იოვანე, რამეთუ მახლობელცა იყო ჟამი იგი აღსასრულსა სრბისა მისისასა, რამეთუ შემდგომად ქრისტეს ნათლის-ცემისა მცირედიღა ჟამი წარჴდა ვიდრე თავის კუეთამდე იოვანესსა, და ვინაჲთგან ძეობისათჳს მღდელთმოძღურისა უფროჲს ქრისტესსა საგონებელ უჩნდა იგი ჰურიათა, ამისთჳს მოკლითა ამით სიტყჳთა ჴამლთაჲთა ქრისტეს მეუფებასა აჩუენებს, ხოლო თჳსსა — უუნდოესთა მონათაგანობასა, რამეთუ ფრიად უნდოსა მონასა თჳს-ეყვის ესე, რომელ არცაღა თუ ფერჴთა წარჴდად ღირს იყოს უფლისა თჳსისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის