მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:28

27. ვინაიდან იერუსალიმელებმა და მათმა მთავრებმა ვერ იცნეს იგი, განსაჯეს და, ამრიგად, აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც იკითხება ყოველ შაბათს.28. და რაკი სიკვდილით დასჯის ღირსი ერთი ბრალიც ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს, მოეკლა იგი.29. ხოლო როცა აღასრულეს ყველაფერი, რაც მასზე დაიწერა, ძელიდან ჩამოხსნეს და სამარხში დაასვენეს.
მოციქულთა საქმეები თავი 13
28. და რაკი სიკვდილით დასჯის ღირსი ერთი ბრალიც ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს, მოეკლა იგი.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

აღდგა პავლე და განუყარა ჴელი, რაჲთა დადუმნენ, და თქუა (13,16).

თარგმანი: ვინაჲთგან ვითარცა თჳთ იტყჳს მოციქული, არა მუნ უნდა ხარებაჲ ქრისტესი, სადა სმენილ იყო ქრისტე, რაჲთა არა სხჳსა საფუძველსა ზედა აშენებდეს, არამედ მუნ, სადა ყოვლად არა სმენილ იყო მისთჳს. ამისთჳს არა იერუსალემს და სხუათა ადგილთა, არამედ ანტიოქიას პისიდიისასა იწყო პირველად დასაბამსა სიტყუათა თჳსთასა, და პირველად ჴელი განუყარა, რაჲთა დადუმნენ, რამეთუ ესეცა ჩუეულებაჲ იყო ჰურიათა შორის, და ეგრეთღა იწყო სიტყუად:

კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ: ღმერთმან ამის ერისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი, და ერი იგი აღამაღლა ჟამსა მას მწირობისასა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და მკლავითა მაღლითა გამოიყვანნა იგინი მიერ, და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა, და დაარღჳნა ნათესავნი შჳდნი ქუეყანასა მას ქანანისასა და დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ იგი მათი (13,16-19).

თარგმანი: იხილე, ვითარ ადგილ-სცა ბარნაბა პავლეს, ტარსოჲთ მოყვანებულსა მის მიერ, რამეთუ არარას სხუასა მიხედვიდეს, თჳნიერ სარგებელსა კაცთასა. ხოლო პავლე ღონიერად ჰყოფს და შესხმისა სიტყჳთა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის