თარგმანი: კუალადცა იმარხვენ და ილოცვენ, რაჲთა უმდიდრეს შეუდგეს ჴელთ-დასხმასა მათსა მიფენაჲ სულისა წმიდისაჲ. ხოლო უკუეთუ ლუკიოჲსგან და მანაინისგან ჴელნი დაესხმიან ბარნაბას და პავლეს, ესე ნუ გიკჳრს, რამეთუ სულსა ვიდრეცა უნებს, ქრის, და მაშინ უმდიდრეს აჩუენებს ძალსა თჳსსა, რაჟამს მცირეთა მიერ და უნდოთა დიდნი და მაღალნი საქმენი სრულ-ყვნეს. ამას თანა ჩუენ გუასწავებს, რაჲთა არარას სხუასა ვეძიებდეთ ნათლის-მცემელისა და ჴელთდამსხმელისასა, თჳნიერ სარწმუნოებასა ოდენ მართალსა. რამეთუ უკუეთუ ოდენ მართლმადიდებელ იყენენ, ერთ და იგივე არს მიაყენაჲ სულისაჲ დიდთაგან და მცირეთა. ხოლო აწინდელი ესე ჴელთ-დასხმაჲ ბარნაბაჲსი და სავლესი, ვითარ ვჰგონებ, ზეშთა აღიყვანებს მათ პატივისაგან მოწფობისა და დიაკონობისა პატივსა მოციქულობისა და მღდელობისა და ეპისკოპოსობისასა. ვინაჲცა შენ, გესმოდის რაჲ პავლესგან, ვითარმედ "არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ" (), გულისჴმა-ყავ, ვითარმედ პირველისა მის ზეცით წოდებისა თჳსისათჳს იტყჳს, რომელი ქრისტეს მიერ იქმნა, და კუალად, აწინდელიცა ესე მოციქულად განჩინებაჲ დაღაცათუ ჴელთდასხმითა...
მოციქულთა საქმეები 13:3
2. უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ.3. მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს.4. ხოლო ისინი, სულის წმიდის მიერ მივლინებულნი, სელევკიაში ჩავიდნენ და იქიდან კიპროსისკენ გაცურეს.
მოციქულთა საქმეები თავი 13