მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:33

32. და ჩვენ გახარებთ, რომ მამებისათვის მიცემული აღთქმა ღმერთმა აგვისრულა მათ შვილებს და აღგვიდგინა იესო.33. როგორც წერია მეორე ფსალმუნში: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ“.34. ხოლო მკვდრეთით რომ აღადგინა იგი, რათა აღარასოდეს მიბრუნებოდა ხრწნილებას, ასე ბრძანა: „მე მოგცემთ სიწმიდეს, დავითისათვის აღთქმულს“.
მოციქულთა საქმეები თავი 13
33. როგორც წერია მეორე ფსალმუნში: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ“.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ, ვითარცა ფსალმუნსა მეორესა წერილ არს, ვითარმედ: "ძე ჩემი ხარი შენ და მე დღეს მიშობიე შენ" (13,32-33).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ მამათა მიიღეს აღთქუმაჲ, ხოლო თქუენ შვილთა — სრულებაჲ საქმისაჲ, რომელ არს ჴორცთა შესხმაჲ სიტყჳსაჲ, რომლისათჳს მამაჲ ჴმობს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ პირველ საუკუნეთა, თანა-დაუსაბამოჲ ღმრთეებითა, და მევე დღეს, აღსასრულსა ჟამთასა, სათნო-ვიყავ ქუეყანასა ზედა ჴორცითა შობაჲ შენი; რამეთუ კაცობრივსაცა ამას შობასა ძისასა მიიჩემებს მამაჲ, ვითარცა მისითა სათნო-ყოფითა ქმნილსა. გარნა ვინაჲთგან ვიეთნიმე სახელსა იესუჲსსა ორ-ძეობად განჰკუეთენ, ერთსა — ღმრთისა და მამისაგან, და მეორესა - ქალწულისაგან, ამათ პირსა დაუყოფს, თქუას რაჲ, ვითარმედ: ერთი და იგივე სიტყუაჲ და ძე ჩემი ხარ, რომელი-ეგე დღეს მიშობიე ჟამიერად, განგებულებით და სათნო-ყოფით. და რომელი პირველ ჟამთა და საუკუნეთა გშევ ბუნებით და არსებით, იგივე და ერთი ძე განუყოფელი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის