თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ მამათა მიიღეს აღთქუმაჲ, ხოლო თქუენ შვილთა — სრულებაჲ საქმისაჲ, რომელ არს ჴორცთა შესხმაჲ სიტყჳსაჲ, რომლისათჳს მამაჲ ჴმობს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ პირველ საუკუნეთა, თანა-დაუსაბამოჲ ღმრთეებითა, და მევე დღეს, აღსასრულსა ჟამთასა, სათნო-ვიყავ ქუეყანასა ზედა ჴორცითა შობაჲ შენი; რამეთუ კაცობრივსაცა ამას შობასა ძისასა მიიჩემებს მამაჲ, ვითარცა მისითა სათნო-ყოფითა ქმნილსა. გარნა ვინაჲთგან ვიეთნიმე სახელსა იესუჲსსა ორ-ძეობად განჰკუეთენ, ერთსა — ღმრთისა და მამისაგან, და მეორესა - ქალწულისაგან, ამათ პირსა დაუყოფს, თქუას რაჲ, ვითარმედ: ერთი და იგივე სიტყუაჲ და ძე ჩემი ხარ, რომელი-ეგე დღეს მიშობიე ჟამიერად, განგებულებით და სათნო-ყოფით. და რომელი პირველ ჟამთა და საუკუნეთა გშევ ბუნებით და არსებით, იგივე და ერთი ძე განუყოფელი.
მოციქულთა საქმეები 13:32
31. მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა გალილეიდან იერუსალიმში მასთან ერთად ამოსულთ, რომელნიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე.32. და ჩვენ გახარებთ, რომ მამებისათვის მიცემული აღთქმა ღმერთმა აგვისრულა მათ შვილებს და აღგვიდგინა იესო.33. როგორც წერია მეორე ფსალმუნში: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ“.
მოციქულთა საქმეები თავი 13