თარგმანი: ესე ჩუეულებად აქუნდა მოციქულთა, რამეთუ რაჟამს განძჳნდიან ვიეთნიმე, ჟამ ერთ მიჰრიდიან და კუალად მათდავე მიიქციან. პირველითა მით ამას გუასწავებდეს, რაჲთა ადგილ-ვსცემდეთ რისხვასა და არა შთავაგდებდეთ თავთა ჩუენთა განსაცდელთა, ხოლო მეორითა — ამას, რაჲთა არავის განვსწირვიდეთ ერთ გზის ურჩებისათჳს, არამედ კუალადცა ვეტყოდით სიტყუასა ღმრთისასა, ნუ-უკუე მრავალ გზის თქუმითა ოდესმე მოვაქციოთ ვინმე ღმრთისა მიმართ, ვითარ-ესე აწ ერთ გზის ლტოლვილნი კუალად მათვე ქალაქთა მიქცევითა მრავალთა მომაქცეველ ექმნებიან სარწმუნოებასა ქრისტესსა, და ჰლოცეენ მტკიცედ დგომად კეთილსა ზედა, რამეთუ რაჲ-იგი ახალ-მოქცეულთა მათ საძნაურ უჩნდა ჭირი და დევნულებაჲ, ამას მოციქულნი იტყოდეს ბჭედ სასუფეველისა; და მსგავსად სიტყჳსა მის საუფლოჲსა, ვითარმედ — იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი შეიყვანებს კაცთა ცხორებად საუკუნოდ, ესენიცა ჴმობენ, ვითარმედ მრავლითა ჭირითა და შრომითა საწუთროჲსაჲთა მივემთხუევით განსუენებასა საუკუნესა.
მოციქულთა საქმეები 14:21
20. მაგრამ, როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ადგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად გაემართა დერბეს,21. სადაც იქადაგეს სახარება, მრავალი დაიმოწაფეს და ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდნენ.22. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.
მოციქულთა საქმეები თავი 14