თარგმანი: არა დაყოვნებით ვლენ, არამედ უმოსწრაფეს ელვისა ჰკრთებიან ქადაგებასა შინა ღმრთისასა. ამისთჳსცა, ვითარცა სულისა მიერ გამორჩეულთა, სრულ-ყვეს რაჲ ბრძანებაჲ მისი და ჰმსახურეს ნებასა მისსა, წინამძღურობითა მისითა კუალად-იქცეს მუნვე ანტიოქიად, ვინაჲ-იგი წარმოსრულ იყვნეს. და მო-რაჲ-ვიდეს, არარას თავით თჳსით იქადდეს, არამედ ყოველსავე მადლისა მიერ ღმრთისა ქმნილად იტყოდეს მათ თანა, ესე იგი არს - თავს-დებასა ჭირთა და დევნულებათა და ქოლვათასა, რომელთა მიერ განუღო ღმერთმან წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ. ესრეთ მდაბალ იყო გონებაჲ მათი, რომელ მოწაფეთა მითხრობად არა უღირს-იჩენდეს ყოველსავე მას, რაოდენი ქმნეს და ასწავეს.
მოციქულთა საქმეები 14:25
24. შემდეგ პისიდია გადაიარეს და პამფილიაში ჩავიდნენ.25. პერგეში იქადაგეს სიტყვა და ატალიას მიადგნენ.26. იქიდან გასცურეს ანტიოქიისკენ, სადაც ღვთის მადლს იქნენ მინდობილი იმ საქმისათვის, რომელიც აღასრულეს.
მოციქულთა საქმეები თავი 14