თარგმანი: არა დაყოვნებით ვლენ, არამედ უმოსწრაფეს ელვისა ჰკრთებიან ქადაგებასა შინა ღმრთისასა. ამისთჳსცა, ვითარცა სულისა მიერ გამორჩეულთა, სრულ-ყვეს რაჲ ბრძანებაჲ მისი და ჰმსახურეს ნებასა მისსა, წინამძღურობითა მისითა კუალად-იქცეს მუნვე ანტიოქიად, ვინაჲ-იგი წარმოსრულ იყვნეს. და მო-რაჲ-ვიდეს, არარას თავით თჳსით იქადდეს, არამედ ყოველსავე მადლისა მიერ ღმრთისა ქმნილად იტყოდეს მათ თანა, ესე იგი არს - თავს-დებასა ჭირთა და დევნულებათა და ქოლვათასა, რომელთა მიერ განუღო ღმერთმან წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ. ესრეთ მდაბალ იყო გონებაჲ მათი, რომელ მოწაფეთა მითხრობად არა უღირს-იჩენდეს ყოველსავე მას, რაოდენი ქმნეს და ასწავეს.
მოციქულთა საქმეები 14:27
26. იქიდან გასცურეს ანტიოქიისკენ, სადაც ღვთის მადლს იქნენ მინდობილი იმ საქმისათვის, რომელიც აღასრულეს.27. ანტიოქიაში ჩასულებმა შეკრიბეს ეკლესია და აუწყეს, რა წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი.28. კარგა ხანს დარჩნენ იქ მოწაფეებთან ერთად.
მოციქულთა საქმეები თავი 14