მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 14:3

2. მაგრამ ურჩმა იუდეველებმა ააბორგეს და ძმების წინააღმდეგ წააქეზეს წარმართთა სული.3. თუმცა ისინი კარგა ხანს დარჩნენ იქ და თამამად ლაპარაკობდნენ უფალზე, რომელიც, თავისი მადლის სიტყვა რომ ემოწმებინა, მათი ხელით ახდენდა სასწაულებსა და ნიშებს.4. მაშინ მოქალაქენი ორად გაიყვნენ: ზოგი იუდეველებს უჭერდა მხარს, ზოგი კი - მოციქულებს.
მოციქულთა საქმეები თავი 14
3. თუმცა ისინი კარგა ხანს დარჩნენ იქ და თამამად ლაპარაკობდნენ უფალზე, რომელიც, თავისი მადლის სიტყვა რომ ემოწმებინა, მათი ხელით ახდენდა სასწაულებსა და ნიშებს.
თავი კ̂ა. ვითარ-იგი იკონიას შინა ქადაგეს ქრისტე და მის ძლით იდევნნეს მოციქულნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მრავალ ჟამ იქცეოდეს იგინი განცხადებულად უფლისა მიმართ, რომელი ეწამებოდა მათ სიტყჳთა მით მადლისა მისისაჲთა, და მოსცემდა სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად ჴელითა მათითა (14,3).:

თარგმანი: არა წარვიდეს მიერ, რამეთუ დაღაცათუ იშურებოდეს, არამედ არა იდევნებოდეს. ამისთჳს კადნიერებით იქცეოდეს იგინი მრავალ ჟამ, და უშიშად ქადაგებაჲ იგი ქრისტესი იყო მათდა ნაცვალ ყოვლისა სასწაულისა, და რაჟამს-ესე წარჰმართეს, მაშინღა ეწამა უფალი გულსმოდგინებასა მათსა, და ყო ჴელითა მათითა ნიშები და სასწაულები მრავალი.

მაშინ განიწვალა სიმრავლე იგი მის ქალაქისაჲ, და რომელნიმე იყვნეს ჰურიათა თანა და რომელნიმე მოციქულთა თანა. და ვითარ შეითქუნეს ჰურიანი და წარმართნი მთავრებით მათითურთ ზედა-მისლვად და გინებად და ქვისა დაკრებად მათდა, განეშორნეს და მიივლტოდეს ქალაქებსა ლუკაონისასა (14,4-6) — ლუსტრად და დერბედ და გარემო სოფლებსა, და მუნ ახარებდეს. თარგმანი: ესე განწვალებაჲ ამათი სრულ ჰყოფს სიტყუასა მას უფლისასა, ვითარმედ: არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა, რამეთუ ამით შფოთებითა და დევნითა მოციქულთაჲთა არა ხოლო ქალაქთა, არამედ სოფლებსაცა შინა მიმოდაეფინებოდა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, და რომლითა წინა-აღმდგომნი ღონე-ჰყოფდეს მოსპოლვად, ესე უფროჲს აღორძინება და შემატება ქადაგებისა ქრისტესისა იქმნებოდა. ამიერ ვისწავებთ ჩუენ მოციქულთაგან,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის