მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 14:2

1. იკონიაში ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ელინმა ირწმუნა.2. მაგრამ ურჩმა იუდეველებმა ააბორგეს და ძმების წინააღმდეგ წააქეზეს წარმართთა სული.3. თუმცა ისინი კარგა ხანს დარჩნენ იქ და თამამად ლაპარაკობდნენ უფალზე, რომელიც, თავისი მადლის სიტყვა რომ ემოწმებინა, მათი ხელით ახდენდა სასწაულებსა და ნიშებს.
მოციქულთა საქმეები თავი 14
2. მაგრამ ურჩმა იუდეველებმა ააბორგეს და ძმების წინააღმდეგ წააქეზეს წარმართთა სული.
თავი კ̂ა. ვითარ-იგი იკონიას შინა ქადაგეს ქრისტე და მის ძლით იდევნნეს მოციქულნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
იყო იკონიას შინა მსგავსად წესისა შესლვასა მათსა შესაკრებელსა ჰურიათასა და სიტყუად ესრეთ, ვიდრე რწმუნებადმდე ჰურიათა და წარმართთსა მრავალსა სიმრავლესა. ხოლო რომელნი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, აღაზრზინნეს და განაბოროტნეს სულნი წარმართთანი ძმათა ზედა (14,1-2).:

თარგმანი: კუალად აქაცა ჩუეულებისაებრ ჰურიათავე შესაკრებელად შევლენ მოციქულნი, რაჲთა არა დააბრკოლნენ იგინი წარმართთა მიმართ მისლვითა, არამედ მუნცა ესევითარითა სიტყჳთა მოძღურებენ, რომელი კმა-ეყო ზოგად მომაქცეველად ჰურიათა და წარმართთა, ხოლო ურწმუნოებასა შინა დაშთომილნი ჰურიანი ჯერეთ ურწმუნოებასა შინა მყოფთა წარმართთა აღაზრზენდეს, და მრავალ-სახითა შესმენითა განაბოროტებდეს სულთა მათთა ძმათა ზედა ქრისტეანეთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის