თარგმანი: საცნაურ არს, ვითარმედ ახლისაცა ამის შჯულისა წინაჲსწარმეტყუელნი იყვნეს შემდგომად ქრისტესსა, ვითარ-ესე აწ იუდა და შილა, რომელთა ყოფადთა თხრობითა ნუგეშინის-სცეს მწუხარებასა ანტიოქიას მყოფთა ძმათასა და დაამტკიცნეს შერყეულნი სარწმუნოებისაგან.
მოციქულთა საქმეები 15:32
31. როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით.32. ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს და განამტკიცეს ძმები.33. ერთხანს დარჩნენ იქ და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან.
მოციქულთა საქმეები თავი 15