მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 15:33

32. ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს და განამტკიცეს ძმები.33. ერთხანს დარჩნენ იქ და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან.34. სილამ კი იქვე დარჩენა ინება.
მოციქულთა საქმეები თავი 15
33. ერთხანს დარჩნენ იქ და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან.
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და დაყვეს მუნ ჟამი მრავალი და წარიგზავნნეს მშჳდობით ძმათაგან მოციქულთა მიმართ. ჯერ-იჩინა შილა დადგრომაჲ მუნვე (15,33-34).:

თარგმანი: ესოდენი ჟამი დაყვეს ანტიოქიას, ვიდრემდის დაჰჴსნეს ყოველი შფოთი და იჭჳ და ცილობაჲ. და ამისსა შემდგომად წარიგზავნნეს ზოგად ორნივე, იუდა და შილა, არამედ შილა მუნვე დაადგრა ნებსით თჳსით, ხოლო იუდა წარვიდა იერუსალემდ მოციქულთა მიმართ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის