თარგმანი: იხილე სიმდაბლე პავლესი, ვითარ ერთად მრავალთაგანად იჴსენების და ბარნაბაჲს თანა ასწავებს მორწმუნეთა სარწმუნოებისათჳს მართლისა და საქმეთა კეთილთა, და ზოგად ახარებენ ამას, ვითარმედ კნინთა შრომათა წილ სასუფეველი ცათაჲ მიენიჭების.
მოციქულთა საქმეები 15:35
34. სილამ კი იქვე დარჩენა ინება.35. ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას.36. რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან.
მოციქულთა საქმეები თავი 15