თარგმანი: ცეცხლებრ მჴურვალებასა პავლესსა საცნაურ ჰყოფს სიტყუაჲ ესე მოხილვისაჲ, ვითარ ელმოდა მათთჳს რომელნი-იგი ქრისტეს მიერ სახარებითა ეშვნეს, ნუ-უკუე და არა წესიერად ვიდოდინ გზათა შინა საღმრთოჲსა მოქალაქობისათა, რომელი-ესე ჩუენდა უმეტეს დასაშჯელ არს, ვითარ რომელსა იგინი ჰყოფდეს შრომით და სლვით გზათა გრძელთა, ჩუენ არცაღა წიგნებითა ვაჩუენებთ ზრუნვასა და განმტკიცებასა სამწყსოთასა.
35. ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას.36. რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან.37. ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი.
მოციქულთა საქმეები თავი 15