თარგმანი: ვითარ-იგი არა შუენის ფერჴ-მრუდსა მართალი ფერჴთ-შესასხმელი, ეგრეთვე პირსა ეშმაკთა გინა მწვალებელთასა —ქადაგებაჲ ქრისტესი. ამისთჳს თჳთ იგი თავადი და მოწაფენი მისნი განჰჴდიან და დაადუმებენ ესევითართა, რაჲთა ჩუენ გუასწაონ არა-ოდეს სმენად ეშმაკთა და მწვალებელთასა, რამეთუ, დაღაცათუ სიტყუასა რასმე კეთილსა იტყოდინ, არამედ გონებაჲ მათი ბოროტ არს. ვითარ-ესე აწ კეთილსა ამას სიტყუასა ქრისტეს ქადაგებისასა ბოროტი იგი ეშმაკი აპოლონის კერპისაჲ ამისთჳს ათქუმევდა დედაკაცსა მას, რაჲთა ჭირსა და ტანჯვასა შესთხინეს მოციქულნი, ვინაჲცა ყოვლად უჯერო და განგდებულ არს საქმე ესე, რომელ მრავალ-გზის ვიეთნიმე ჰკითხვენ ეშმაკეულსა ყოფადისა რაჲ-სათჳსმე, და იგი მიუგებს. რამეთუ რაჲ ძნელ არს ეშმაკისა, ჰაერთა შინა მყოფისა, უკუეთუ ეხილვოს რაჲმე ეგჳპტეს და წინა აუწყოს მყოფთა აღმოსავალისა გინა ჰრომისათა, რამეთუ რაჟამს მოვიდოდიან ვიეთნიმე, წინა უთხრობს სხუათა და კაცობრივთა საქმეთაგანსა, რომელსამე იჭჳთ და ჰაზრით იტყჳს და რომელსამე სხუათაგან ქმნილსა და თქუმულსა სხუათა მიუთხრობს, და კუალად საღმრთოთა საქმეთათჳს უკუეთუ რაჲმე ესმეს განჩინებაჲ გამოსრული, წინაჲსწარ ეტყჳნ...
მოციქულთა საქმეები 16:18
17. პავლეს და ჩვენ აგვედევნა და მოგვძახოდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, ხსნის გზას რომ გვაუწყებენო.18. ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე.19. როდესაც მისმა ბატონებმა დაინახეს, რომ მოგების იმედი გაუქარწყლდათ, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან,
მოციქულთა საქმეები თავი 16